იკერ კასილასი: "მადრიდის "რეალსა" და ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად მზად ვარ"

image


იკერ კასილასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის „რეალში“ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

ესპანელებისა და მადრიდისტებისთვის იკერ კასილასი ყოველთვის ლეგენდად დარჩება. 37 წლის გოლკიპერმა მის წინაშე არსებული ალტერნატივების შესახებ ისაუბრა.

„პორტუს“ პირველი ნომერი პორტუგალიაში თავის მეოთხე სეზონს ატარებს. მან არც „ბერნაბეუზე“ და არც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება არ გამორიცხა.

„რაც შეეხება მადრიდის "რეალის" დატოვებას, მივიჩნევ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. "ლოს ბლანკოსში" თამაში რომ გამეგრძელებინა, ყველაფერი გაცილებით უარესად დასრულდებოდა, ვიდრე მაშინ მოხდა.“ - განაცხადა კასილასმა, რომელსაც 2015 წელს „ლოს ბლანკოსის“ დატოვება ჟოზე მოურინიოსთან მომხდარი კონფლიქტის ფონზე მოუწია.

„მე მადრიდისტა ვარ და ყოველთვის "თეთრებს" ვგულშემატკივრობ. მინდა ვთქვა, რომ მადრიდის "რეალს" მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვუგულშემატკივრებ და არასდროს დამავიწყდება.“

„ეროვნულ ნაკრებშიც დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი. იგივეს თქმა შემიძლია „სამეფო კლუბზეც“. თუკი "რეალი" დამიკავშირდება, უკან დავბრუნდები, რადგანაც იმ ადგილს ვერ დავივიწყებ, სადაც გავიზარდე.“ - განაცხადა კასილასმა ესპანური ტელევიზიის ეთერში ხორხე ვალდანოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის "რეალში" 1998-2015 წლებში ასპარეზობდა.


აქვე გთავაზობთ საკმაოდ ემოციურ ვიდეოს მიძღვნილს იკერ კასილასისადმი. იხილეთ მისი საუკეთესო მომენტები.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა