"მადრიდის "რეალის" მწვრთნელი რომ გახდე, ფეხბურთელებზე მეტ ტიტულებსა და ფულს უნდა ფლობდე"

image


სანტიაგო სოლარის მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დამტკიცებიდან რამდენიმე საათის შემდგომ, სპეციალისტის ბიძამ ხორხე სოლარიმ არგენტინულ რადიო სადგურ „Radio Mitre”-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანტიაგოს წარმატება მთელი ოჯახისთვის საამაყოა.

„გუნდის წინამძღოლობა ძალიან ძნელია. სოლარები ფეხბურთის ოჯახად ვიწოდებით. როდესაც საქმე კარგად მიდის, სოლარები ბედნიერები ვართ. გვიხარია, რომ „რეალმა“ სანტიაგოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ეს დიდი შანსი, კარგი შესაძლებლობაა და ვიმედოვნებთ, რომ იღბალიც არ უმტყუვნებს.“

სოლარის ოჯახის წევრებს ფეხბურთი მართლაც საკუთარ დ.ნ.მ.-ში აქვთ. მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის მამას 6 კლუბში უთამაშია, ბიძამ კი 5 გუნდში მოსინჯა ბედი. 1960-70 წლებში სოლარები საკმაოდ პოპულარულ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ.

ხორხე სოლარის მშვენივრად ესმის, თუ რა სირთულეების წინაშე დგას სანტიაგო მადრიდის „რეალში“ და რაოდენ რთული გამოწვევაა „სამეფო კლუბის“ სათავეში ყოფნა.

„მთავარი მწვრთნელობა ძალიან რთული დავალებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მადრიდის „რეალში“ ხარ დასაქმებული. აი, ამიტომაც აქვს მაღალი ხელფასი!“

„უნდა ვთქვა, რომ „ლოს ბლანკოსის“ წინამძღოლობა ძნელი დავალებაა. „რეალის“ მწვრთნელი რომ გახდე, ფეხბურთელებზე მეტი ტიტული უნდა გქონდეს მოგებული და მათზე მეტი თანხაც უნდა გქონდეს გამომუშავებული. მადრიდში მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბი დიდი ოდენობის თანხას უხდის, მათაც უნდა გაამართლონ იმედები და წარმატებული კარიერა ჰქონდეთ. ამას მხოლოდ მაღალი კლასის მოთამაშეები ახერხებენ.“

„სამწუხაროდ, სანტიაგოსთან ჯერ-ჯერობით არ მილაპარაკია. ჩვენ არც მიწერისთვის გვქონია დრო და არც ტელეფონზე გვისაუბრია. მე მესმის ვითარება, ის ძალიან დაკავებულია და უამრავი საქმე აქვს. როცა მოიცლის, აუცილებლად დამირეკავს, ჩვენ ერთმანეთს მალე შევეხმიანებით.“ - ნათქვამია ხორხე სოლარის ინტერვიუში.

რაც შეეხება თავად ხორხე ელ ინდიო სოლარის, მანაც მწვრთნელობის საქმიანობას მიჰყო ხელი. 1974 წელს ხორხე „როსარიოს“ ჩაუდგა სათავეში, მომდევნო 40 წლის მანძილზე კი არგენტინის, კოლუმბიის, მექსიკის, ეკვადორის, საუდის არაბეთისა, ჩილესა და ესპანეთის სამწვრთნელო შტაბებში მუშაობდა. 90-იან წლებში მან „ტენერიფეში“ 2 სეზონი დაჰყო. ხორხე ამჟამად 77 წლის გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ სოლარის ახალი კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა