ინიესტას კომენტარი ნეიმარის მადრიდის "რეალში" პოტენციური ტრანსფერის თაობაზე

image


ნეიმარის სახელს მადრიდის „რეალთან“ უკვე დიდი ხანია რაც აკავშირებენ.

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდგომ, 26 წლის ფეხბურთელის შესახებ ცირკულირებადი ცნობები თუ ჭორები კიდევ უფრო გააქტიურდა.

ბრაზილიელის მომავლის ირგვლივ „ბარსელონაში“ ნეიმარის ყოფილმა თანაგუნდელმა ანდრეს ინიესტამაც ისაუბრა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სასიამოვნო და ამავდროულად საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„თუკი ნეიმარი მადრიდის „რეალში“ გადავა, ამ ამბავზე გული არ დამწყდება და არც შევწუხდები.“

„ამ ეტაპზე ვერც გავბედავ იმის თქმას და ნამდვილად არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა ნეიმარი „ბარსელონაში“."

„გეტყვით, რომ არ მიყვარს რაიმეს კატეგორიულად გამორიცხვა.“

„თუკი ნეიმარის „რეალში“ ტრანსფერი მართლაც შედგება, მადრიდელები უნიკალურ ფეხბურთელს დაიმატებენ. ნეიმარი პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ნებისმიერ გუნდში უდიდესი გარდატეხის შეტანა შეუძლია.“

„ჯერ-ჯერობით, მისი ესპანეთში დაბრუნება ჩემთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის წარმოდგენა ნამდვილად მეძნელება. ვფიქრობ, მას "ლა ლიგაში" დაბრუნება გაუჭირდება.“ - ნათქვამია ესპანური რადიოს "Cadena SER"-ის მიერ გამოქვეყნებულ ანდრეს ინიესტას ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი კატალონიის „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა.


ნეიმარის შესაძლებლობები კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ სურვილისამებრ, შეგიძლიათ აქვე იხილოთ ბრაზილიელი თავდამსხმელის საუცხოო მომენტები





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა