ასენსიო: "არ მინდა ყველაფერი გავასაჯაროვო, ფეხბურთი მას უსამართლოდ მოექცა"

image


მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა მარკო ასენსიომ „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის ცვლილების შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„როდესაც რომელიმე კლუბისათვის ყველაფერი კარგად მიდის, მწვრთნელს საუკეთესოს უწოდებენ, მაგრამ საკმარისია ჩავარდნა დაიწყოს, რომ იმავე მწვრთნელს ყველაზე ცუდის ეტიკეტს მიაკრავენ.“

„კრიტიკის ზოგიერთი სახე მართებული და სწორია, მაგრამ ჩვენ მშვენივრად ვხვდებით თუ რა მექანიზმი მუშაობს სინამდვილეში - მას ჟურნალისტიკა ჰქვია.“

„არ მინდა, რომ ყველაფერი გავასაჯაროვო, მაგრამ რიგ შემთხვევებში, კრიტიკა მხოლოდ ცუდის მომტანია. მე კრიტიკას დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებ - მაქვს ცხოვრებაში ის საქმე, რაზეც კონცენტრირებას ვახდენ, სკეპტიკური აზრი კი ჩემზე გავლენას არ ახდენს.“

„ფეხბურთი ლოპეტეგს უსამართლოდ მოექცა. გადამწყვეტ მომენტებში ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ არ გვიმართლებდა.“

„ძალიან რთული სიტუაციაა - ხულენს ჯერ კიდევ ეროვნულ ნაკრებში, შემდგომ კი კლუბში შეხვდა სიძნელეები. შექმნილი მძიმე ვითარება მთელ სამწვრთნელო შტაბს შეეხო.“

„ლოპეტეგი თავის თანამშრომლებთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რაც მის ძალებში იყო. მას არ გაუმართლა, გამართლება კი მადრიდის „რეალში“ წარმატების მიღწევის გზაზე აუცილებელი კომპონენტია. დარწმუნებული ვარ, რომ ლოპეტეგსა და მის სამწვრთნელო შტაბს სხვა სამუშაო ადგილზე ყველაფერი გამოუვათ.“

„როგორც ჩანს, სოლარის მოსვლით „ლოს ბლანკოსში“ სიტუაცია გაუმჯობესდა. რეზულტატები უკეთესია, მაგრამ გასაგებიცაა - ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

„სანტიაგო სოლარი ახლა ჩვენი მთავარი მწვრთნელია და ბოლომდე მასთან ერთად ვიქნებით. ისეთივე ძლიერები უნდა დავრჩეთ, როგორებიც ყოველთვის ვიყავით. მხოლოდ ასე, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნით თუ შევძლებთ უმნიშვნელოვანეს მატჩებში ტრიუმფს.“ - ნათქვამია ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემის „Diario AS”-ის მიერ გამოქვეყნებულ მარკო ასენსიოს ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ასენსიო მადრიდის „რეალს“ 2014 წელს შეუერთდა. მან იჯარის წესებით ჯერ „მალიორკაში“ მოსინჯა იღბალი, შემდეგ „ესპანიოლს“ მიაშურა, ბოლოს კი კვლავ „სამეფო კლუბს“ დაუბრუნდა.

აქვე გთავაზობთ მარკო ასენსიოს საუკეთესო მომენტებს მადრიდის „რეალში“.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა