გაირკვა თუ რატომ ვერ ხვდება ისკო სასტარტო შემადგენლობაში » "რეალის" ფან-კლუბი


გაირკვა თუ რატომ ვერ ხვდება ისკო სასტარტო შემადგენლობაში

image


სექტემბერში, მადრიდის „რეალის“ 26 წლის ნახევარმცველმა ისკომ ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც 1 თვის გამოტოვება მოუწია.

იმ მომენტიდან მოყოლებული, რაც „სამეფო გუნდს“ დროებით სანტიაგო სოლარი ჩაუდგა სათავეში, უკანასკნელ 3 მატჩში, ისკო სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთხელ ვერ მოხვდა. ხოლო თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად არგენტინელმა სპეციალისტმა გააკეთა:

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ როგორი ნიჭიერი ფეხბურთელია ისკო. ის განსაკუთრებული პიროვნებაა. ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობს, რათა მოწოდების სიმაღლეზე და საუკეთესო ფორმაში იყოს.“

„ისკომ საკმაოდ დელიკატური ოპერაცია გადაიტანა. ამგვარი ქირურგიული ჩარევა უკვალოდ არ ქრება, მაგრამ იგი გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს.“

„ყველა, ვინც კი ფეხბურთელი ყოფილა, დაგვეთანხმება, რომ აუცილებელია სისტემატური შრომა, რათა საუკეთესო მდგომარეობას დაუბრუნდე.“ - ნათქვამია 42 წლის სპეციალისტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდის „რეალში“ 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.


აქვე გთავაზობთ ისკოს ყველაზე გამორჩეულ მომენტებს მადრიდის „რეალში“



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა