პანენკამ თავისი მემკვიდრე დაასახელა ! - "ის საუკეთესოდ ასრულებს პენალტებს"

image


ტექნიკური ხრიკის - პენალტის შუაში დარტყმის ავტორმა ანტონიმ პანენკამ განაცხადა, რომ სერხიო რამოსი ეშმაკური პენალტების შესრულებას თავს ბრწყინვალედ ართმევს.

პენალტის შუაში ტექნიკურად დარტყმა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ანტონინ პანენკამ საფეხბურთო სამყაროს 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე გააცნო. შედეგად, პენალტების სერიაში პანენკამ ჩეხეთს თასი მოაგებინა.

პანენკამ ბრიტანულ წყარო „Goal“-თან არა მხოლოდ რამოსი შეაქო, არამედ საკუთრივ პენალტის ტექნიკის ისტორიის ირგვლივაც ისაუბრა.

„რამოსის მიერ შესრულებული პენალტები ძალიან მომწონს. მან ჩემს ტექნიკას უკვე არაერთხელ მიმართა, მახსოვს მის მიერ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლიც.“

„რამოსი ჩემი საუკეთესო იმიტატორია - მას პანენკას პენალტების დარტყმა ყველაზე გამორჩეულად გამოსდის. აღნიშნული მადრიდის "რეალის" კაპიტანმა არაერთხელ დაამოწმა.“

„მეკარეებმა იციან, რომ რამოსი სწორედ ამგვარად ასრულებს პენალტებს, მაგრამ ესპანელს გოლები მაინც გააქვს, დიდებულია.“

„უნდა გითხრათ, რომ 1976 წლის ევროპის ჩემპიონატამდე, პენალტის შუაში დარტყმაზე 2 წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი. ძალიან მარტივად მოხდა ყველაფერი - გოლკიპერთა ნაწილი მარჯვნივ ხტებოდა, ნაწილი კი მარცხნივ. ამრიგად, ვიფიქრე რომ გონივრული იქნებოდა 11-მეტრიანი დარტყმის ზუსტად შუაში შესრულება.“

„ჩვენი მეკარე პენალტებს შესანიშნავად იღებდა. ფსონებს ყოველთვის ვაგებდი - წამიგია ფული, შოკოლადები და სხვა.“

„დავიწყე ჩემი ხრიკის გამოყენება და სისტემატურად მოგებულმა ფსონებმაც არ დააყოვნა.“

„ამდენი მოგებული შოკოლადის ჭამისგან გავსუქდი კიდევაც!“

„ესპანური ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მატჩების ყურება მაშინაც კია სასიამოვნო, როდესაც ბევრი გოლი არ გადის. ლიგის ყველა თამაშს სიამოვნებით ვუყურებ.“

„ ფეხბურთელები პასებს კარგად ასრულებენ, ტექნიკაც არ აკლიათ. იყო დრო, როდესაც ესპანეთში სათამაშოდ ცოტაღა დამაკლდა - „რეალ მურსიას“ ჩემი გაფორმება სურდა, მაგრამ ვეღარ განხორციელდა.“ - ნათქვამია 69 წლის ჩეხის ანტონინ პანენკას ინტერვიუში, რომელიც „Goal”-მა, შემდგომ კი „Marca”-მ გაავრცელეს.



აქვე შეგიძლიათ იხილოთ ანტონინ პანენკას მიერ შესრულებული პენალტი '76 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის პენალტების სერიაში




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა