სერხიო რამოსი "პლზენის" მცველთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

image


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩში პლზენის „ვიქტორიას“ წინააღმდეგ, მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის თასზე რამოსს ახლა უკვე 72 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. აღნიშნული სტატისტიკით, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, კაპიტანი მადრიდისტებს შორის მესამე პოზიციაზეა. მატჩის შემდგომ, რამოსმა შეხვედრის ირგვლივ ისაუბრა.

„გამარჯვებების სტაბილურად მოპოვება უმნიშვნელოვანესია. დაძაბულობისა და სირთულეების მიუხედავად, სწორად მივდივართ და ასევე უნდა განვაგრძოთ.“

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კუნთი მაწუხებდა და დღეს შესაბამისი დრო იყო, რომ მოედანი სხვისთვის დამეთმო. სათადარიგოთა სკამზე თანაგუნდელებთან ერთად კარგად ვიმხიარულე.“

„მადრიდის „რეალში“ 14 სეზონი გავატარე და მოედანზე სისტემატურად გამოსვლის შანსი კვლავ მეძლევა. მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე „სანტიაგო ბერნაბეუს“ მადლიერი ვიქნები, გულშემატკივრების გაღიზიანებასა და სტვენასაც ღირსეულად მივიღებ.“

„ლოპეტეგისა და სოლარის მიდგომა ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მატჩები მოვიგოთ. ვიმედოვნებ, რომ ასპარეზობას სასურველი შედეგებით განვაგრძობთ.“

„მილან ჰაველი განზრახ არ დამიზიანებია, ეს ინციდენტი შემთხვევითი იყო. მოედანზე არასდროს გავდივარ სხვა პროფესიონალისთვის ზიანის მისაყენებლად. იდაყვი ცხვირში შემთხვევით გავარტყი და გამოცდილებიდან ვიცი, თუ როგორი სუსტი ადგილია. მატჩის რომ დასრულდა, მეტოქე გუნდის გასახდელში შევედი, რათა ჰაველი მენახა, მაგრამ იგი იქ არ დამხვდა. იმედს ვიტოვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდება.“ - ნათქვამია მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ სერხიო რამოსის ინტერვიუში.


რამოსსა და ჰაველს შორის მომხდარი არასასიამოვნო შეტაკება შეგიძლიათ იხილოთ აქვე




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა