სანტიაგო სოლარის ინტერვიუ მადრიდის "რეალში" დარჩენისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ

image


ჩემპიონთა ლიგის მეოთხე მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა.

„მე არ ვიცი სეზონის ბოლომდე დავრჩები თუ არა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ერთადერთი რაც შემიძლია ის არის, რომ კონცენტრირებული მომდევნო მატჩზე ვიყო და არც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. კლუბის ყოველი მომდევნო გამოწვევის შესახებ ვფიქრობ ხოლმე, რის მიღმაც განვითარებულ მოვლენებზე აღარ ვღელავ. ფეხბურთი აწმყოში ვითარდება, ახლა და ეს მომენტია მნიშვნელოვანი, ფიქრი კი მხოლოდ მომდევნო მატჩზე შეგვიძლია. დღევანდელი მეტოქე დამაჯერებლად დავამარცხეთ და ახლა მთელი ძალისხმევა კვირას, „სელტასთან“ დაპირისპირებისკენ უნდა მივმართოთ.“

„თქვენ არ იცნობთ მადრიდის „რეალს“. ჩვენ პერმანენტულ კრიზისში ვიმყოფებით, ყოველთვის ასეა, თვით მაშინაც კი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ვიგებთ.“

„რაც შეეხება ოდრიოსოლასა და რეგილონს, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან. ორი წლის წინ, ისინი „სეგუნდა B”-ში, „რეალ სოსიედადისა“ და „კასტილიას“ შემადგენლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ახლა კი ისინი ჩვენთან ერთად არიან და გვეხმარებიან.“

„ხავიერ სანჩესის შესახებაც მხოლოდ კარგი მეთქმის. მას „რეალის“ ყველა ასაკობრივ ჯგუფში უთამაშია და აკადემიის მისაბაძი ფეხბურთელია. აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ევროპული დებიუტი შემდგარიყო.“ - განაცხადა 42 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ინტერვიუში, რომელიც მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესს „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის დამტკიცება რამდენიმე დღეში მოუწევს.




აქვე გთავაზობთ ალვარო ოდრიოსოლას საუკეთესო მომენტებს




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა