სანტიაგო სოლარის კომენტარი პლზენის "ვიქტორიას" განადგურების შემდგომ

image


„დუსან არენაზე“ პლზენის „ვიქტორიას“ დამაჯერებლად დამარცხების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პირველივე წუთებიდანვე მოტივირებულნი და ფოკუსირებულნი ვიყავით. მადრიდის „რეალის“ მოთამაშეებმა დაამოწმეს, რომ გოლის გატანის შესანიშნავი უნარი აქვთ. არაჩვეულებრივი გოლები გავიტანეთ. როგორც წესი, თუკი გამორჩეულად არ იასპარეზებ და მტკიცე ხასიათს არ გამოავლენ, ჩემპიონთა ლიგის მატჩები 5:0 ანგარიშით არ სრულდება ხოლმე. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით.“

„ჩვენი გუნდი ნამდვილი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. მათ ისე შეუძლიათ თამაში, როგორც მოისურვებენ. უწინაც გვაჩვენეს, რომ ყოველგვარი შეზღუდვებისა და ბარიერების გარეშე შეუძლიათ ასპარეზობა, თანაც არც მოგების წყურვილი აკლიათ და თავდაუზოგავადაც იბრძვიან. შესაძლოა მატჩი რთული იყოს, მაგრამ გოლის გატანა მაინც ხელგვეწიფება. დღევანდელი გოლები განსაკუთრებით დიდი სიხარულის მომნიჭებელი გახლდათ.“

„კეილორ ნავასი შესანიშნავი პიროვნებაა. გადაწყვეტილება მე მივიღე. კეილორს როგორც ფეხბურთელსა და როგორც პიროვნებას უდიდეს პატივს ვცემ. მაშინაც კი როცა იგი მოედანზე არ იმყოფება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. ის ყველას ძალიან გვიყვარს და მისი ჩვენთან ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია.“

„ფეხბურთელები გრძელი სეზონის ჩასატარებლად მზად არიან. სხვადასხვა ფაზები გველის წინ. კვირას ძალიან ძნელი მატჩი უნდა ჩავატაროთ. „სელტას“ წინააღმდეგ ასეთივე დისციპლინითა და დიდი შემართებით უნდა ვითამაშოთ.“ - ნათქვამია მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ სანტიაგო სოლარის ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის „G” ჯგუფში მადრიდის „რეალი“ და „რომა“ 9-9 ქულით პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ, სანტიაგო სოლარი კი დიდი ალბათობით "სამეფო კლუბის" პერმანენტულ მთავარ მწვრთნელად მოგვევლინება.



აქვე შეგიძლიათ იხილოთ პლზენის „ვიქტორიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის ვიდეო-რეზიუმე




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა