სანტიაგო სოლარის ინტერვიუ პლზენის "ვიქტორიასთან" დაპირისპირებამდე

image


ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პლზენის „ვიქტორიასთან“ დაპირისპირებამდე, სანტიაგო სოლარიმ ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.

„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის გამორჩეულ ტურნირად ითვლებოდა. იგი „სამეფო კლუბის“ ისტორიასთან მჭიდრო კავშირშია. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისა და „ლოს ბლანკოსის“ ერთმანეთისგან განცალკევება შეუძლებელია. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გვესმის, ის ყოველთვის გვაღელვებს და ჩვენში დიდ ემოციებს იწვევს. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ფანტასტიკური განცდების მომტანია და განსაკუთრებული ეშხი ახლავს თან. მიხარია, რომ საშუალება მომეცა ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის ამპლუაშიც წარვმდგარიყავი. თავის დროზე, ფეხბურთელის როლში აღნიშნულ ტურნირზე თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე.“

„ბოლო ორ მატჩში მადრიდის "რეალმა" კარგად იასპარეზა. ორივე რთული მატჩი აღმოჩნდა. მისაბაძმა დისციპლინამ და კარგად ორგანიზებულობამ წარმატება მოგვიტანა. მორიგი სასურველი შედეგის მისაღწევად იმავეს განმეორება მოგვიწევს.“

„სერხიო რამოსს კაპიტანზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება ჩინებულად შეუძლია. თავის მხრივ, მადრიდის "რეალის" კაპიტნის პასუხისმგებლობა არ არის უმნიშვნელო. რამოსი ფანტასტიკური კაპიტანია და ყოველთვის ასე იყო.“

„უკანასკნელ ორ შეხვედრაში ბევრი სასურველი რამ გავაკეთეთ. იმაშიც უნდა გავძლიერდეთ, რაშიც მოვიკოჭლებთ და მხოლოდ ამის შემდგომ მოვახერხებთ სასურველი რეზულტატების სისტემატურად დაფიქსირებას.“ - ნათქვამია არგენტინელი სპეციალისტის ინტერვიუში, რომელიც მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ პლზენის „ვიქტორია“ მადრიდის „რეალს“ დღეს, ღამის 00:00 საათზე დაუპირისპირდება.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ მადრიდის "რეალის" გასახდელი ჩეხეთში, "დუსან არენაზე".




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა