ხულენ ლოპეტეგის ინტერვიუ "ხეტაფესთან" მატჩამდე

image


კვირას, ხულენ ლოპეტეგი მადრიდის „რეალს“ ლა ლიგის ოფიციალურ შეხვედრაში პირველად გაუძღვება. პარალელურად, ესპანელმა სპეციალისტმა გაფანტა ეჭვები იმის თაობაზე, რომ თითქოსდა "სამეფო კლუბს" სასწრაფო გაძლიერება და ტრანსფერები სჭირდება.

ახალი ფეხბურთელების ტრანსფერის შესახებ საუბარი განსაკუთრებით მაშინ გააქტიურდა, როდესაც „ლოს გალაქტიკოსი“ ესტონეთში, ევროპის სუპერთასის ფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, 2-4 ანგარიშით დამარცხდა.

როგორც მადრიდული კლუბის ხელმძღვანელი აცხადებს, ის თავისი ფეხბურთელებით კმაყოფილია და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს სატრანსფერო ბაზარზე ნაჩვენებ პასიურობაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში, ჩვენი გამორჩეული გუნდი შესანიშნავად იასპარეზებს. მიყვარს ჩემი ფეხბურთელები და მომწონს გუნდის შემადგენლობა. ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ იმით, ვინც გვყავს.“ - განუცხადა ლოპეტეგმა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს.

„ვფიქრობ, რომ თანდათანობით, მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფორმაში შევა. იმ მოთამაშეებით, ვინც ახლა გვყავს, ყოველთვის ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„მადრიდის „რეალში“ მოთამაშე ფეხბურთელები გაცილებით უფრო ნიჭიერები არიან და უფრო ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებენ, ვიდრე ზოგ-ზოგიერთებს ჰგონიათ, მე კი მათში ეჭვი სულაც არ მეპარება.“

მართალია, სპეციალისტი კმაყოფილია თავისი გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით, მაგრამ თავი აარიდა მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შედარებას.

„ზემოთხსენებულ ორ გუნდს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პომიდორი შეადარო ნამცხვარს.“ - განმარტა ლოპოტეგმა.

„ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთიმეორისგან. ორივე გუნდი ბრწყინვალეა და ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ მათი სტრუქტურა სხვადასხვაა.“

„მინდა, რომ მადრიდის „რეალი“ იდეალური გახდეს. ჩვენი მიზანია თამაშის ყველა ასპექტი სრულყოფილებამდე გავაუმჯობესოთ და ზუსტად ამისთვის ვშრომობთ.“

ტიბო კურტუას მადრიდის „რეალში“ ტრანსფერის შემდგომ, ინტენსიურად ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ დაიცავს გუნდის კარს - კეილორ ნავასი თუ "ჩელსის" ყოფილი მეკარე. ცხადია, კონკურენცია დიდია. ლოპეტეგმა სუპერთასის ფინალში ნავასზე შეაჩერა არჩევანი და ამჯერადაც ვერ აცდა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს.

„მე მივიჩნევ, რომ გადაწყვეტილებები ყოველკვირეულად უნდა იქნას მიღებული. თითოეულ ახალ კვირას რაღაც ახალი მოაქვს. ყველაფერი ამ ყოველკვირეული მართვის დეტალებზეა დამოკიდებული. მივიჩნევ, რომ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა.“ - დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა.

„ჩვენ გადავაფასეთ შესაძლებლობები და შეგვიძლია ძალიან კარგი გადაწყვეტილებების მიღებაც. გუნდში სხვა მოთამაშეებიც გვყავს და შევეცდებით, რომ მათაც სამართლიანად მოვექცეთ.“

„კონკურენცია კარგია. ეს ფაქტი დადებითად უნდა მივიღოთ და არა უარყოფითად. ეს გუნდისათვის სასარგებლოა.“

„ერთ რამეს კი ვიტყვი, რომ ხუთი გოლკიპერით ნამდვილად აღარ განვაგრძობთ.“

„ჩვენ სამ მეკარეს დავიტოვებთ, ხოლო სხვა დანარჩენ გადაწყვეტილებებს რაც შეეხება, მათ დროსთან ერთად მივიღებთ.“ - ციტირებს "Reali.Ge" "ლოს ბლანკოსის" 51 წლის ესპანელი მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის კამპანიას კვირას დაიწყებს. მისი მოწინააღმდეგე "ხეტაფე" იქნება. შეხვედრა თბილისის დროით ღამით, 00:15 საათზე გაიმართება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა