ინიესტა: "როგორც კი "რეალმა" ლოპეტეგი დაითხოვა, მას შეტყობინება გავუგზავნე"

image


ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნის შემდგომაც ხულენ ლოპეტეგის გვერდით იდგა.

„ლოპეტეგსა და ჩემს შორის მეგობრობა მას შემდგომ დაიწყო, რაც იგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების სათავეში მოვიდა.“

„არავის სურდა ისეთი სცენარის ხილვა, როგორიც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე განვითარდა. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რაც ლოპეტეგმა პირადად ჩემთვის გააკეთა. „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნის მომდევნო დღესვე ლოპეტეგს შეტყობინება გავუგზავნე.“

„რაც ფეხბურთში მწვრთნელების ირგვლივ ხდება, შედეგებითა და დინამიკითაა განპირობებული. უნდა მივიღოთ რეალობა ისე, როგორც არის.“

„ვუყურე თუ არა „ელ-კლასიკოს“ ? მესის არყოფნისდა მიუხედავად, „ბარსელონამ“ „რეალზე“ უკეთ ითამაშა. ყველა მოთამაშემ უმაღლეს დონეზე იასპარეზა.“ - ნათქვამია „Onda Cero“-ს მიერ გამოქვეყნებულ ანდრეს ინიესტას ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ინიესტა „ბარსელონაში“ 2002 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა, წელს კი იგი იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“ გადავიდა. 34 წლის ფეხბურთელმა უკვე შეძლო 2 გოლის გატანა.



აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინიესტას გამორჩეული პერფორმანსი ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გერმანიის წინააღმდეგ - 23/03/2018.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა