თორგან აზარის კომენტარი მისი ძმის, ედენ აზარის "რეალში" გადასვლის თაობაზე

image


„მიუნხენგლადბახის“ თავდამსხმელმა თორგან აზარმა თავისი ძმის, ედენ აზარის მადრიდის „რეალში“ პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ „ჩელსიში“ დარჩენით ედენმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ინგლისური გრანდი მის გაყიდვას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს, სწორედ ამიტომ, ედენს სარის გუნდში მუშაობის ბრწყინვალე შანსი ეძლევა.“

„უნდა ითქვას, რომ ამ მომენტისათვის, „რეალი“ მძიმე ვითარებაში იმყოფება. „სამეფო კლუბმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა, გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც წავიდნენ. მადრიდელებს სერიოზული გადაწყობისა და ცვლილებების განხორციელება მოუწევთ. ამ ფონზე, ცხადია, რომ ედენი დაუფიქრებლად არ იმოქმედებს. იგი დაელოდება სეზონის მიწურულს, რათა სიტუაცია ზუსტად შეაფასოს. ვიცი, რომ ამ ეტაპზე იგი „რეალში“ გადასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს.“

„ედენს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში „ჩელსისთვის“ სარგებლის მოტანა სწადია. თუკი ის ოდესმე გადაიფიქრებს და სხვა გუნდში გადასვლას მოიწადინებს, იგი ამ გადაწყვეტილებასაც სწორად მიუდგება და „ჩელსისთან“ ურთიერთობის გაფუჭებას არ დაიწყებს.“ - ნათქვამია სატელევიზიო არხ „HLN”-ის მიერ გავრცელებულ თორგან აზარის ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „ჩელსიში“ 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. რამდენიმე კვირის წინ, 27 წლის ბელგიელმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "რეალში" გადასვლას არ აპირებს.



ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ედენ აზარის გამორჩეული მომენტები

loading...







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა