დანი კარვახალი: "ლოპეტეგი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია"

image


მართალია მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ხულენ ლოპეტეგი პოსტიდან დათხოვნილ იქნა, მაგრამ დანი კარვახალი ესპანელ სპეციალისტს მაინც უმაღლესი დონის მწვრთნელად თვლის.

"ლოს ბლანკოსის" მარჯვენა მცველის აზრით, ლოპეტეგი ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსია, ვისთანაც კი კარვახალს ოდესმე უმუშავია.

„მე ვთვლი, რომ ხულენ ლოპეტეგი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია.“

„სამწუხაროდ, მას საკმარისად არ გაუმართლა, რათა ჩვენთან ერთად დარჩენილიყო.“

„ფეხბურთის, ჯგუფის მენეჯმენტისა და მოთამაშეებთან ურთიერთობის საკითხებს ისეთივე პერსპექტივით ვუყურებ, როგორც ლოპეტეგი.“

„ამას ვამბობდი სანამ იგი მადრიდის „რეალში“ მოვიდოდა და ამასვე ვამბობ ახლა, მისი წასვლის შემდგომ. იგივეს გავიმეორებ, სანამ სხვა მთავარი მწვრთნელი არ მოვა, რომელიც მასზე უკეთესს გააკეთებს." - ნათქვამია მადრიდის "რეალის" 26 წლის მარჯვენა მცველის ინტერვიუში, რომელიც ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ "RTVE" პირველწყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ხულენ ლოპეტეგის მადრიდის „რეალში“ ყოფნის პერიოდში, კარვახალმა მონაწილეობა მხოლოდ 8 მატჩში მიიღო. ამის მიზეზი მცველის ტრავმა გახდა, რომლის გამოც კარვახალს არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალი ამჟამადაც ტრავმირებულია. იგი რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს და მალე უნდა დაგვიბრუნდეს.


ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დანი კარვახალის საუკეთესო მომენტები



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა