ვინისიუსმა "ვალიადოლიდთან" წარმატებული ასპარეზობის შესახებ ისაუბრა

image


„ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მატჩში, ვინისიუს ჟუნიორი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 73-ე წუთზე გამოვიდა და „რეალის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ბრაზილიელმა ახალგაზრდამ, რომელსაც გუშინდელ შეხვედრაში არსებითად პირველი გატანილი გოლი ეკუთვნის, „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი გამარჯვება უაღრესად საჭირო იყო. თამაშს ასევე განვაგრძობთ და თითოეულ მატჩში 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით, რათა მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ. ჩვეული ფორმის დაბრუნების გზაზე, დღევანდელ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მოედანზე სათანადო განწყობით გამოვედი და 3 ქულის აღებაზე ვფიქრობდი.“

„როდესაც ბურთი მივიღე და 3 მცველს გავცდი, იმწამსვე დარტყმა განვიზრახე და უბრალოდ ძალიან ძლიერად დავარტყი.“

„ჩვენ ერთიანი ჯგუფი ვართ და ისე უნდა განვაგრძოთ ასპარეზობა, როგორც გუნდს შეჰფერის. მხოლოდ ასე, გუნდური მუშაობით შევძლებთ მეტი საგოლე მომენტის შექმნას. შედეგად, ქულებსაც მოვაგროვებთ. ეს პრინციპი ჩემპიონთა ლიგასაც შეეხება.“ - ნათქვამია 18 წლის ვინისიუს ჟუნიორის მატჩის შემდგომ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვინისიუსმა ესპანეთის თასის მატჩში „მელილიას“ წინააღმდეგაც მშვენივრად იასპარეზა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


გთავაზობთ ასევე ვინისიუს ჟუნიორის გამორჩეულ მომენტებს "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართული მატჩიდან



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა