სანტიაგო სოლარის "ვალიადოლიდის" დამარცხების შემდგომი ინტერვიუ

image


„სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ვალიადოლიდის“ 2:0 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და „ლა ლიგის“ მე-11 ტურის ფარგლებში გამართული მატჩი შეაფასა.

„დღეს, მადრიდის „რეალს“ გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ძალიან რთულია დამაჯერებლად მოგება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ძნელი მატჩის ჩატარება მოგვიწია. ტაქტიკურად ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, მათ შორის მეტოქე გუნდის კონტრშეტევები. ბიჭები მობილიზებულები იყვნენ და მატჩის ბოლო წუთამდე ფოკუსი არ დაუკარგავთ.“

„კლუბში მოთამაშე ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათ დიდი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ 80,000 გულშემატკივრის წინაშე არაერთი საუცხოო მომენტი გამოგვიცდია, ემოციების კონტროლი ყოველთვის უნდა შეგვეძლოს. მატჩამდე მე აღვნიშნე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა გულშემატკივრების თანადგომა. მათ დღევანდელ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და დიდი მოთმინება გამოავლინეს. არც დაღლა ეტყობოდათ და ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლეს. შედეგად, ჩვენ გავიმარჯვეთ.“

„მინდა ვთქვა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეჩვეული ვარ, მაგრამ მადრიდის „რეალის“ სათავეში ყოფნა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. „სამეფო კლუბში“ სხვადასხვა როლში 11 წელი გავატარე და აქ ყოფნა ბუნებრივად მეჩვენება.“

„დადებითად მსურს შევხედო მოვლენებს და არა უარყოფითად. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ყველა შეხვედრის 7:0 ანგარიშით მოგება, მაგრამ ვიცი ფეხბურთი როგორი სპორტიცაა. ის ძალიან რთულია. ზოგჯერ თამაშის დინამიკას გრძნობ და უნდა შეუტიო, სხვა მომენტებში კი უფრო დელიკატურად, მშვიდად, ფოკუსით და მწყობრად უნდა იმოქმედო. ჩვენ დღეს ყველა ჩამოთვლილი თვისების დემონსტრირება მოვახერხეთ.“

„ფეხბურთი გონებრივ მდგომარეობაზე, სიმშვიდეზე, ემოციებსა და თავდაჯერებულობაზეა დამოკიდებული. პირველი გატანილი გოლის შემდგომ, თამაში შეიცვალა და ფეხბურთელები უკვე თავისუფლად თამაშობდნენ. მთავარი ჩვენთვის ის იყო, რომ გოლი გაგვეტანა, სანაცვლოდ კი ის საკუთარ კარში არ მიგვეღო."

"„ვალიადოლიდი“ ძალიან ძლიერი გუნდია და სატურნირო ცხრილში მათი ამჟამინდელი პოზიცია ამასვე მოწმობს. 3 ქულა ნამდვილად გვჭირდებოდა. მეტოქე გუნდი მცირე ჩავარდნასაც სათავისოდ ბრწყინვალედ იყენებს. ჩვენ მოთმინებასთან ერთად სტაბილურობაც გამოვამჟღავნეთ, არც მოტივაცია და შემართება არ დაგვიკარგავს. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ორგანიზებულად და ბალანსირებულად თამაშობდნენ. ვულოცავ თითოეულ მათგანს დამსახურებულ გამარჯვებას.“ - ნათქვამია სანტიაგო სოლარის ინტერვიუში, რომელიც მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში, მადრიდის „რეალი“ მე-6 პოზიციას იკავებს, ხოლო მის მომდევნო პოზიციებზე „ესპანიოლი“, „სევილია“, „ალავესი“ „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ იმყოფებიან. „სამეფო კლუბს“ აქტივში 17 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ 7 ქულით ჩამორჩება.


ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ "რეალი" - "ვალიადოლიდის" მატჩის მოკლე ვიდეო-რეზიუმე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა