რამოსი: "ვამაყობ, რომ გულშემატკივრების სტვენა ჩემსკენ იყო მომართული"

image


„ლა ლიგის“ ეგიდით „ვალიადოლიდის“ 2:0 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა.

„როდესაც გუნდს ყველაფერი ისე არ გამოსდის, როგორც საჭიროა, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და არც ძალისხმევა მოაკლო.“

„გუნდმა თამაშს მოუმატა, სასურველი რეზულტატები თავისით არ ფიქსირდება. მთავარი ისაა, რომ უიღბლო სერია შევაჩერეთ.“

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ როგორ გრძნობენ თავს გულშემატკივრები. პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს აკისრიათ, რადგან ცვლილების კატალიზატორები სწორედ ისინი არიან. სულით არ უნდა დავეცეთ.“

„პირველი გოლის გატანის შემდგომ, გულშემატკივრებმა მხარდაჭერა გააორმაგეს. მატჩის დასაწყისში სტვენას რაც შეეხება, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც შემიმჩნევია, მაგრამ ის უნდა მივიღოთ სამართლიანად. მე მესმის გულშემატკივრების განცდები, კაპიტნის სტატუსი მაქვს და პირველი მე ვარ, ვინც ამ კრიტიკას იმსახურებს, ღირსეულად ვიღებ განაწყენებას. მე მიხარია და ვამაყობ, რომ „რეალის“ გულშემატკივრების სიბრაზე ჩემსკენ იყო მომართული.“

„ვინც არ უნდა იყოს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ბოლომდე მასთან ერთად დავრჩებით.“ - განაცხადა რამოსმა.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ სერხიო რამოსის მიერ გატანილი პენალტი "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ. ეს არის რამდენიმე ვიდეოს კომპილაცია, რომელიც გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან გადაიღეს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა