ნაჩოს ინტერვიუ სანტიაგო სოლარის შესახებ

image


გუშინ, ესპანეთის საფეხბურთო თასზე „მელილიას“ 4:0 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ მცველმა ნაჩომ სანტიაგო სოლარისთან თანამშრომლობის პირველი დღეების ირგვლივ ისაუბრა.

„სოლარი არაჩვეულებრივი მწვრთნელია. ჩვენ, ფეხბურთელები ამაში დარწმუნებულნი ვართ. თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ მენეჯმენტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს „რეალის“ მოთამაშეები არ იღებენ. სოლარიმ მადრიდს არაერთი ტიტული შესძინა და კლუბის სტრუქტურაში უკვე დიდი ხანია რაც დასაქმებულია.“

„ზუსტად იგივეს ვგრძნობდით ლოპეტეგთან ურთიერთობაშიც, მაგრამ არ გვიმართლებდა და რაღაც-რაღაცები ისე არ მოხდა, როგორც ველოდით. ახლა, ახალ მწვრთნელთან ერთად ბოლომდე დავიხარჯებით.“

„ვფიქრობ, „ელ კლასიკოზე“ წარუმატებელი ასპარეზობის შემდგომ, ჩვენთვის გამარჯვება აუცილებელი იყო. სასიამოვნოა, რომ დღევანდელი მატჩის ჩატარება მალევე მოგვიწია. დავამოწმეთ, რომ გოლების გატანა კვლავ შეგვიძლია და ჩვენი მოგზაურობა ხელახლა იწყება.“ - ნათქვამია ესპანური გამოცემის „Diario AS”-ის მიერ გამოქვეყნებულ ნაჩოს ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდში 2011 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, 2009-2013 წლებში კი „კასტილიაში“ თამაშობდა.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ ნაჩოს ჭკვიანური გოლი „სევილიას“ წინააღმდეგ


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა