ხორხე ვალდანო: "ყველაფერი მისი ბრალია, "ბარსასთან" ამიტომაც დავმარცხდით"

image


მადრიდის „რეალის“ ლეგენდის ხორხე ვალდანოს თქმით, ხულენ ლოპეტეგის დათხოვნასა და „ელ კლასიკოში“ განადგურებაზე ნაწილობრივ პასუხისმგებელი გარეტ ბეილია.

ვალდანომ უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა და განაცხადა, რომ უკვე 5 წელია, რაც „ბერნაბეუზე“ ბეილი თავის სატრანსფერო ფასს ვერ ამართლებს.

"ელ კლასიკოზე" 29 წლის ფეხბურთელს ჟორდი ალბა ხელიდან დაუსხლტა, რასაც „ბარსელონას“ პირველი გოლი მოჰყვა. ბეილი არც შეტევაში იყო ეფექტური.

„ბარსელონასთან“ 5:1 განადგურების შემდგომ, ლოპეტეგმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დაკარგა. 17 სეზონის განმავლობაში, ეს „ლოს ბლანკოსის“ ყველაზე ცუდი სტარტია.

ყოფილი სპორტული ხელმძღვანელის ვალდანოს მოსაზრებით, ესპანელი სპეციალისტის გათავისუფლებაში წვლილი ბეილს მიუძღვის.

„ბეილზე ფოკუსირებასა და მსჯელობას მისი ღირებულებიდან გამომდინარე ვიწყებთ ხოლმე. ამის გამო შეიქმნა ილუზია, რომ იგი თითქოსდა მსოფლიოს სუპერვარსკვლავია.“

„ბოლო 5 წელია, რაც ბეილის ასპარეზობის ხარისხი ვერ ასახავს იმ თანხის მოცულობას, რაც „რეალმა“ უელსელში გადაიხადა.“

„ბეილს ჟორდი ალბას მეურვეობა ევალებოდა. 7 წუთის შემდგომ, კონცენტრაცია სრულიად დაკარგა და ამიტომაც, სულ მალე ალბა ფლანგზე მარტო დარჩა."

„მატჩის დასაწყისში მოთამაშეებმა სისტემასა და ინსტრუქციებს პატივი სცეს.“

„მაგრამ შემდგომ მათ გააკეთეს ის, რაც ბეილმა ჩაიდინა. ისინი ფიქრობენ, რომ მათ აქვს სრული თავისუფლება აკეთონ ის, რასაც მოისურვებენ.“

ბეილი მადრიდის „რეალმა“ 2013 წელს გრანდიოზული თანხის - 86 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაიფორმა. უელსელი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში სისტემატურმა ტრავმებმა შეაწუხა.

"რეალის" რიგებში, 5 წლის განმავლობაში, ბეილი მოედანზე მხოლოდ 201-ჯერ გამოვიდა, მაგრამ მან მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული აღმართა, 2014 და 2018 წლების გათამაშებების ფინალში კი გოლების გატანაც მოახერხა.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ გარეტ ბეილის საუცხოო გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" წინააღმდეგ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა