სოლარი: "ჩვენ ჩვენი ორი ბურთით უნდა ვითამაშოთ"

image


პირველ გუნდთან ერთად პირველი ოფიციალური ვარჯიშის დასრულების შემდგომ, სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ისაუბრა. არგენტინელმა მწვრთნელმა მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი მდგომარეობა გააანალიზა და ესპანეთის საფეხბურთო თასის ფარგლებში „მელილიას“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ფეხბურთელები გულნატკენები არიან, მაგრამ სიტუაციის შემოტრიალებაზე მთლიანად არიან გადართულნი. გუნდი ჩემპიონებითა და ნამდვილი მებრძოლებითაა დაკომპლექტებული. მათ კლუბს არაერთი ჯილდო შეჰმატეს. სიტუაცია მარტივი არაა, მაგრამ მე ვხედავ მათ სურვილს დაძლიონ მოწევნული განსაცდელი.“

„ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემზე დაკისრებული მოვალეობა სერიოზული გამოწვევაა. მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელობა შესანიშნავი შესაძლებლობაა და ნებისმიერ დონეზე ბრწყინვალე სამსახურს წარმოადგენს. მე ფეხბურთელიც ვიყავი, „რეალის“ მაისურით ოფლი დამიღვრია, ისევე როგორც სხვა დანარჩენებს. თავისი სიდიადით მადრიდი ყველა ჩვენთაგანს აღემატება, მაგრამ ის თავის თავში ჩვენც მოგვიცავს, ასე რომ, აქ მუშაობა დიდებული რამაა.“

„დღეს გუნდთან ერთად ვიყავი და ვინმეს რომ ნეგატიურად უყურებდნენ, ასეთი რამ არ შემიმჩნევია. ისინი გაწბილებულნი არიან და სურთ, რომ მოგებებს დაუბრუნდნენ. ახლა მთავარი მტკიცე ხასიათის გამოვლენაა.“

„ხვალ „მელილიას“ წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩავალთ და ვითამაშებთ იმ ორი ბურთით, რომელიც გვაქვს. ვიასპარეზებთ დიდი თავდადებით, მოგების სურვილით და ფეხბურთის სიყვარულით, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე. ჩემი პირველი მიზანი ხვალ გამარჯვებაა.“

„ესპანეთის თასის პირველი მატჩი ჩვენი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია. უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ დაჭრილი ჩემპიონები ვართ.“

„რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, მოდით მას თავი გავანებოთ. ის „რეალის“ ლეგენდაა. მასზე ვერ ვისაუბრებთ. მის დიდებას ნურავის შევადარებთ.“

„როგორც ცხოვრებაში, ასევე პროფესიაშიც დრო ძალიან სწრაფად გადის. მთავარი ისაა, რომ ყოველდღიურად ვიმუშაოთ და ყოველი მომენტისგან სიამოვნება მივიღოთ. ასე უყურებენ ფეხბურთელები ამ საკითხს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს წინ არსებულ თითოეულ ვარჯიშსა და მატჩზე უნდა გვქონდეს ფოკუსი."

„ვინისიუს ჟუნიორი „რეალის“ წევრია. ის ახალგაზრდა და ნიჭიერია. ჯერ კიდვ ბევრი რამ აქვს სასწავლი და მომავალში დიდი კონტრიბუციის გაწევაც შეუძლია. მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში არავინაა ისეთი, ვინც მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფებოდეს და შესაბამისად თამაში არ შეეძლოს.“ - ნათქვამია 42 წლის სანტიაგო სოლარის ინტერვიუში, რომელიც მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საფეხბურთო თასის პირველ მატჩში, „მელილია“ „რეალს“ 31 ოქტომბერს, 22:30 საათზე უმასპინძლებს.

ქვემოთ ვიდეოში იხილეთ სანტიაგო სოლარის გოლი "ბარსელონას" კარში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა