ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "ელ კლასიკოზე" "რეალის" მარცხის შემდგომ

image


„კამპ ნოუზე“ განადგურების შესახებ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აი, რა განაცხადა „ლოს ბლანკოსის“ ესპანელმა სპეციალისტმა 5:1 ანგარიშით დამარცხებასთან დაკავშირებით:

„ზოგადად, მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით კი „ბარსელონას“ წინააღმდეგ. შანსები გვქონდა, რომ მატჩი შემოგვეტრიალებინა. პირველ ნახევარში „ბარსელონა“ აშკარად გვჯობდა, მეორე ნახევარში კი გარკვეული ტაქტიკური დეტალები შევცვალეთ და მეტოქის კართან არაერთი შანსი შევქმენით, ანგარიშის გათანაბრება და მატჩის მოგებაც კი შეგვეძლო."

„თამაშში კარგად ჩავერთეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. საბოლოოდ, არ გაგვიმართლა, ტრავმებმაც არ დაგვინდო. მესამე გოლმა მატჩს წერტილი დაუსვა. როდესაც უფრო გავიხსენით, მეტოქემ მეტად შეგვიტია და ამის შედეგად ჩვენც დავისაჯეთ.“

"დაფიქსირებული რეზულტატი შეხვედრას ზუსტად ვერ ასახავს, მაგრამ რა გაეწყობა. პირველ ნახევარში შანსები გვქონდა, მაგრამ ჩვენს კარში დანიშნულმა პენალტმა მნიშვნელოვნად უკან დაგვწია. მეორე ნახევარში ბურთი ძელსაც გავარტყით, გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია. ბურთი სათანადოდ ვერ დავიჭირეთ. მოწინააღმდეგეს ბევრი უნდა ერბინა, მაგრამ ასეც ვერ შევზღუდეთ. 3:1 ანგარიშზე მატჩი უკვე დასრულებული იყო."

„ძალიან დამწუხრებული ვარ, მძიმედ მისაღები მარცხია. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. მე მაქვს ძალა იმისათვის, რომ თავდაჯერებულობა შევინარჩუნო. მჯერა, რომ სიტუაციას შემოვატრიალებთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით. ნელ-ნელა ფეხბურთელები ჩვეულ ფორმას იბრუნებენ. ბოლო დროს ბევრი მათგანი დაზიანდა. ფეხბურთელთა ამჟამინდელი შემადგენლობის წინამძღოლობა უდავოდ შემიძლია."

„საბოლოოდ, პასუხისმგებლობა მთავარ მწვრთნელს ეკისრება, მაგრამ ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ასევე ერთად ვმარცხდებით. მე მაინც მჯერა, რომ ჯერ სეზონის დასაწყისია და მიუხედავად იმისა, რომ დღეს დამწუხრებული ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის „რეალი“ სეზონის მეორე ნახევარში ბევრად უკეთ იასპარეზებს, ვიდრე დასაწყისში.“

„უნდა გვჯეროდეს და წინსვლა განვაგრძოთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ახლა ერთადერთი რაზეც ჩაფიქრებული ვარ არის ის, თუ როგორ გავამხნევო ჩემი ფეხბურთელები და როგორ გამოვუსწორო გუნება-განწყობა.“

„ჩემს პოსტიდან გათავისუფლებას რაც შეეხება, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ. უკვე აღგიწერეთ, თუ რას განვიცდი. ახლა ჩემს მომავალს შესაბამისი პიროვნებები გადაწყვეტენ.“ - ნათქვამია 52 წლის ესპანელი სპეციალისტის ხულენ ლოპეტეგის ინტერვიუში, რომელიც მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ წუთებში მასმედიაში აქტიურად ცირკულირებს ხმები იმის თაობაზე, რომ ლოპეტეგს სულ მალე კონტე ჩაანაცვლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა