ვასკესისა და ოდრიოსოლას კომენტარი მოახლოებული "ელ კლასიკოს" შესახებ

image


მოახლოებული „ელ კლასიკოს“ შესახებ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ლუკას ვასკესმა და ალვარო ოდრიოსოლამ კომენტარი გააკეთეს.

„მადრიდის „რეალს“ შორსმიმავალი მიზნები და დიდი ამბიციები აქვს. „ელ კლასიკოს“ მსგავსი მაგნიტუდის მატჩებს მოუთმენლად ველით ხოლმე. „ბარსელონასთან“ დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულია. აუცილებელია, რომ მატჩში თავდაჯერებულები წარვსდგეთ და ვიცოდეთ, რისთვისაც ვთამაშობთ.“

„ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე მატჩებში დეტალები ყველაფერს წყვეტს. გულშემატკივრები დაპირისპირებას მოუთნელად ელიან და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. მთავარია გვჯეროდეს ჩვენი თავისა და თანაგუნდელების. ინტენსიურად უნდა ვიმოქმედოთ, ფოკუსი და სურვილი არ უნდა დავკარგოთ. მადრიდის „რეალს“ ყველა მატჩის მოგება ევალება და „ბარსას“ წინააღმდეგ მოპოვებული 3 ქულა განსაკუთრებული იქნება. მთელი წლის განმავლობაში ჩადებული შრომის ნაყოფი ტიტულების მოგებაა.“ - ნათქვამია მადრიდის "რეალის" ყველაზე მეტი გადაცემის მქონე ფეხბურთელის 27 წლის ლუკას ვასკესის ინტერვიუში.

„მთავარი ისაა, რომ გუნდურად ვითამაშოთ. ერთი სული გვაქვს, როდის მოვა მატჩი. სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი წინაა. მოუთმენლად ველით „ბარსელონასთან“ დაპირისპირებასა და ტიტულების მოგებას. „ელ კლასიკოს“ მოგების მთავარი გასაღები გუნდური თამაშია. იმისათვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ, თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და გუნდური ასპარეზობის ხარისხიც აიწევს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში „ელ კლასიკოს“ ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი ასპარეზობის შანსი მეც მომეცა, ეს ჩემი ოცნებაა. კიდევ უფრო მშვენიერი იქნება, თუკი მეტოქეს დავამარცხებთ.“ - განაცხადა 22 წლის ალვარო ოდრიოსოლამ.

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" კვირას, 28 ოქტომბერს, 19:15 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა