ლოპეტეგი: "განვაგრძობ თუ არა "რეალში" მუშაობას?"

image


23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში, მადრიდის „რეალმა“ პლზენის „ვიქტორიას“ დამარცხება (2:1) შეძლო და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია როგორც იქნა დაასრულა. 3 ქულის მოპოვებისდა მიუხედავად, ჟულენ ლოპეტეგი საკუთარი მომავლის შესახებ დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს.

როგორც ჩანს, ესპანელი სპეციალისტი „ელ კლასიკომდე“ თავის პოსტს შეინარჩუნებს, მაგრამ „კამპ ნოუზე“ მატჩის დასრულების შემდგომ, უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

„ჩემი გადასაწყვეტი არაა, „ბარსელონას“ წინააღმდეგ „რეალს“ ვუხელმძღვანელებ და განვაგრძობ თუ არა "რეალში" მუშაობას.“

„ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ კვირის მატჩზე ვფიქრობთ და „ელ კლასიკოსთვის“ ვემზადებით.“

„წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და „კამპ ნოუზე“ დიდი შემართებითა და ამბიციით წარვსდგებით.“

მოგებისდა მიუხედავად, მადრიდის „რეალის“ პრობლემები მეტოქის კარის სიახლოვეს მაინც მარტივად შესამჩნევი იყო. ამას ისიც დაემატა, რომ „პლზენმა“ „რეალს“ გოლიც გაუტანა.

„არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ შევძელით.“

„კარგად თამაში გვსურდა და მოგება, თუმცა მეტს ვიმსახურებდით.“

„ძნელი მატჩი იყო. გაგვიჭირდა გოლის გატანა, მაგრამ ის შედეგი უნდა მივიღოთ, რაც დაფიქსირდა.“

„პრიორიტეტი 3 ქულის მოპოვება და 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტა გახლდათ.“ - განაცხადა ლოპეტეგმა ინტერვიუში, რომელიც ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" "კამპ ნოუზე" კვირას, 28 ოქტომბერს უმასპინძლებს და 2007 წლის შემდგომ, ეს იქნება პირველი "ელ კლასიკო" რონალდუსა და მესის გარეშე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა