მარსელოს კომენტარი "პლზენის" დამარცხების შემდგომ - როგორია მისი ტრავმის სიმძიმე?

image


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, მადრიდის „რეალმა“ პლზენის „ვიქტორია“ 2:1 ანგარიშით დაამარცხა. ჩეხურ კლუბს გოლი ბრაზილიელმა მცველმა მარსელომაც გაუტანა. მატჩის შემდგომ, მარსელომ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. თამაშს უნდა მოვუმატოთ და დღევანდელი შედეგი ამის იმედს გვაძლევს. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და გოლის გატანისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დღესდღეობით, ფეხბურთი გაძნელდა. ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ ძლიერ გუნდებს ხვდები. შესაძლოა ერთი შეხედვით მარტივ თამაშად ჩანდეს, მაგრამ მთელი რიგი კლუბებისა უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და ბევრ პრობლემას გვიქმნიან.“

„შესაძლოა ჩვენი პრობლემები ფსიქოლოგიური ხასიათისაც იყოს, რადგანაც ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ხდება ხოლმე ისეც, რომ არაფერი გამოგდის. უარეს სიტუაციებშიც ვყოფილვარ, მაგრამ საბოლოოდ თავი მაინც დაგვიღწევია. დღევანდელი გამარჯვება მომდევნო მატჩისათვის თავდაჯერებულობას გვმატებს.“

„მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი ვიგრძენი, თავს კარგად ვგრძნობ. ფეხში ასე ჩარტყმა უბრალოდ აკრძალული უნდა იყოს, რადგანაც შენი კოლეგა პროფესიონალი შესაძლოა სერიოზულად დააზიანო. მე ტრავმა არაერთხელ მიმიღია და ყველაზე ცუდ სცენარზე მეფიქრებოდა - მეშინოდა ცუდად არ დავცემულიყავი ფეხი კვლავ არ მომეტეხა.“

„მინდა, რომ „კამპ ნოუზე“ ვითამაშო. ვნახოთ, შევძლებ თუ არა. სეზონის დასაწყისში რაიმეს შეფასება არასამართლიანია, ეს კი ისაა, რასაც თქვენ, ჟურნალისტები ხშირად მიმართავთ: „ლევანტესთან“ მატჩამდე ძალიან ცუდი ვიყავი, ამ ორი თამაშის შემდგომ კი ძალიან კარგი ვარ.“

„მწვრთნელი მოედანზე არ გამოდის და არ თამაშობს. ჩვენ, ფეხბურთელები ვართ პასუხისმგებელი. თუკი ვინმე არის დასადანაშაულებელი, ჩვენ ყველას მიგვიძღვის ბრალი: ფეხბურთელებსაც და სამწვრთნელო შტაბსაც. „ბარსელონას“ დამარცხებასა და 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით. რაც არ უნდა მოხდეს, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ვიმედოვნებთ, რომ „ელ კლასიკოს“ მოვიგებთ და თავდაჯერებულობას ავიმაღლებთ.“ - ნათქვამია მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მარსელოს ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ კვირას, 28 ოქტომბერს მასპინძლობს. ეს იქნება 2007 წლის შემდგომ პირველი „ელ კლასიკო“, რომელშიც არც რონალდო და არც მესი მონაწილეობას არ მიიღებენ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა