ისკო: "ლოპეტეგს თუ გაათავისუფლებთ, მაშინ ჩვენც უნდა წავიდეთ"

image


მადრიდის „რეალის“ ფლეიმეიქერი ისკო გუნდის მთავარ მწვრთნელ იულენ ლოპეტეგს მხარში უდგას.

52 წლის ესპანელი სპეციალისტი ადგილობრივი პრესისგან სერიოზულ წნეხს განიცდის, რომელიც თავის მხრივ, 5 მოუგებელი მატჩის შემდგომ, ლოპეტეგის გაშვებას არა მარტო ვარაუდობს, არამედ ითხოვს კიდევაც.

თუმცაღა, ისკო, რომელმაც სასწრაფო ბრმანაწლავის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია წარმატებით შეძლო და ასპარეზობას ახლახანს დაუბრუნდა, ესპანურ გამოცემებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

„არ მგონია მასმედიას იმხელა ძალაუფლება ჰქონდეს, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება შეეძლოს. "რეალში" შექმნილ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობა არა მარტო ლოპეტეგს, არამედ „სამეფო კლუბის" თითოეულ ფეხბურთელსაც ეკისრება. ლოპეტეგის გაშვება თუ გსურთ, მასთან ერთად „ლოს ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელიც უნდა წავიდეს.“

„საქმე ცუდად მიდის, მაგრამ გვჯერა, რომ კრიზისიდან გამოსვლას მოვახერხებთ. ვიმედოვნებ, რომ „ვიქტორიას“ დავამარცხებთ და სწორედ ეს მატჩი იქნება ის პუნქტი, რომლის შემდეგაც ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ლოპეტეგის მიერ გაწეული შრომის გვჯერა და იულენს ბოლომდე ვენდობით.“ - ნათქვამია ისკოს ინტერვიუში, რომელიც გამოცემა „El Chiringuito”-ში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მადრიდის „რეალი“ პლზენის „ვიქტორიას“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლებს. ვინ იფიქრებდა, რომ კრიზისის დასრულების მთავარი იმედი "ვიქტორიას" დამარცხებაღა დარჩებოდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა