ჟურნალისტისა და ჰარი კეინის დიალოგი: "მადრიდის "რეალში" გადასვლას აპირებ?"

image


ერთა ლიგის ფარგლებში, ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს 3:2 ანგარიშით სძლია.

მართალია მატჩში ჰარი კეინს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ის მაინც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად, რომლის ხილვაც მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს "სამეფო კლუბში" ნამდვილად სურთ.

როგორც ჩანს, ინგლისელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გამოცემა „მარკას“ ჟურნალისტმა ჰარი კეინს „ტოტენჰემიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლის თაობაზე კითხვა დაუსვა.

ესპანური გამოცემის წარმომადგენელს კეინმა შემდეგი პასუხი გასცა:

„მაპატიეთ, დღეს არა.“

25 წლის ფეხბურთელი შენობას უკვე ტოვებდა, როდესაც ჟურნალისტმა ეს კითხვა დაუსვა, ასე რომ გასაგებია, თუ რატომაც მიიჩნია აღნიშნული გარემოება თავისი მომავლის განხილვისთვის შეუფერებელ დროდ ჰარი კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ვარსკვლავის სახელს მადრიდის "რეალთან" უკვე დიდი ხანია რაც აკავშირებენ, ზოგიერთი სპორტული გამოცემა კი კეინის ტრანსფერს ზამთარშივე ვარაუდობს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა