ფაბიო კაპელო: "ახლა რომ ვიყო "რეალის" მწვრთნელი, ამ ფეხბურთელს გავიფორმებდი"

image


მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ბერნაბეუს“ ხელმძღვანელობას მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის მაურო იკარდის დაუყოვნებლივ გაფორმება ურჩია.

იტალიელი სპეციალისტის აზრით, იკარდი კრიშტიანუ რონალდუს მთავარ შემცვლელად განიხილება. იულენ ლოპეტეგის გუნდს 4 მატჩი და კიდევ ნახევარია, რაც მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. ეს რა თქმა უნდა ანტირეკორდია, რომელიც 1985 წლის შემდგომ პირველად სწორედ ახლა დაფიქსირდა.

მშობლიურ იტალიაში „Radio Rai”-სთან საუბრის დროს, კაპელომ ამგვარი განცხადება გააკეთა:

„მე მაურო იკარდის დიდი გულშემატკივარი გახლავართ."

"ახლა მადრიდის „რეალის“ სათავეში რომ ვყოფილიყავი, პირველ რიგში მას გავიფორმებდი."

"მეტოქის საპენალტოში იკარდი კრიშტიანუ რონალდუს არ ჩამოუვარდება. იგი ხედავს გოლების გატანის შესაძლებლობებს და სათანადო მომენტებს საუცხოოდ გრძნობს. იკარდი მოედნის სივრცეში ისე გადაადგილდება, როგორც სხვა არავინ. სამ პასს თუ გაუკეთებ, სამივეს გოლად აქცევს.“ - ციტირებს 72 წლის კაპელოს სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ იკარდი მილანის „ინტერში“ 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. 2014-15 და 2017-18 წლებში, შესაბამისად 22 და 29 გოლით, იკარდი „სერია A“-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ იანვარს, არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ განაცხადა, რომ 25 წლის ფეხბურთელს „ბერნაბეუზე“ გადასვლის ფიქრი მუდამ თან სდევს.

როგორც ვხედავთ, მადრიდის "რეალი" ტრანსფერის განხორციელებას სულაც არ ჩქარობს, მაგრამ თუ ლოპეტეგი ამჟამინდელი შემადგენლობით გოლების გატანას არ დაიწყებს, იკარდის „ლა ლიგაში“ გადმოსაყვანად ზუსტადაც რომ შესაფერისი დრო იქნება.

„ინტერის“ შემადგენლობაში 190 ჩატარებული მატჩითა და 112 გატანილი გოლით, იკარდის კანდიდატურამ თავისი სატრანსფერო ღირებულება და "სამეფო კლუბის" მოლოდინები ნამდვილად უნდა გაამართლოს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა