სერხიო რამოსმა ჰარი კეინის "რეალში" ტრანსფერის შესახებ მინიშნება გააკეთა » "რეალის" ფან-კლუბი


სერხიო რამოსმა ჰარი კეინის "რეალში" ტრანსფერის შესახებ მინიშნება გააკეთა

image


ერთა ლიგის ფარგლებში ინგლისთან დაპირისპირებამდე, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ჰარი კეინის "რეალში" ტრანსფერის შესახებ მინიშნება გააკეთა.

ცხადია, რამოსს ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მისი კომენტარიდან არცთუ უმნიშვნელო ინფორმაცია შეგვიძლია ამოვკრიბოთ.

აი, რა განაცხადა რამოსმა ინგლისელი ფეხბურთელებისა და კონკრეტულად ჰარი კეინის შესახებ:

„ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს „ლა ლიგაში“ ასპარეზობა მშვენივრად შეუძლიათ."

"პრემიერ ლიგაში არაერთი შესანიშნავი ათლეტი ასპარეზობს, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ მოთამაშეების ტექნიკური შესაძლებლობები არანაკლებ მნიშვნელოვანია."

"საერთოდ, მსჯელობას ჰარი კეინიდან დავიწყებდი. მას ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები აქვს. ამას გარდა, იგი თავისი საუცხოო ტექნიკით ბევრს აკვირვებს."

"ჰარი კეინი "ლა ლიგაში" თამაშს მშვენივრად გაართმევდა თავს. მას თავისი დამაჯერებელი და ეფექტური ასპარეზობით ძალუძს არა მარტო ჩემი, არამედ სხვა ფეხბურთელების განციფრებაც." - ციტირებს მადრიდის "რეალის" 32 წლის კაპიტნის სერხიო რამოსის სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ესპანური გამოცემები, როგორებიცაა "AS", "Marca" და სხვანი კეინის სახელს "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ და ინგლისელის "სამეფო კლუბში" ტრანსფერს უახლოეს მომავალში ვარაუდობენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა