რობერტო კარლოსი: "ის სუპერვარსკვლავი გახდება!"

image


სხვა ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელებთან შედარებით, ვინისიუს ჟუნიორი ყველაზე მეტად ბრწყინავს და უდავოდ დიდი მომავალი აქვს, მადრიდის „რეალმა“ კი ეს ყველაფერი მშვენივრად იცის. 18 წლის ფეხბურთელმა „ლოს ბლანკოსის“ ლეგენდარული მარცხენა მცველის რობერტო კარლოსის შექებაც დაიმსახურა.

აი, რა განაცხადა ჟუნიორთან დაკავშირებით კარლოსმა:

„დამიჯერეთ, ვინისიუს ჟუნიორი აუცილებლად გახდება სუპერვარსკვლავი. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და დრო უნდა მივცეთ. მადრიდის „რეალში“ დიდ გამოცდილებას იღებს.“

„შესაძლოა ისე მოგეჩვენოთ, რომ ძირითად გუნდში სათამაშოდ უკვე მზადაა, მაგრამ ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომაც თამაშობს ის "კასტილიაში", მაგრამ იგი სულ მალე განვითარდება. რამდენიმე წელში ვინისიუსი თავისი პოტენციალის რეალიზებას მოახდენს.“ - ციტირებს კარლოსის სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ 45 წლის რობერტო კარლოსი მადრიდის "რეალის" ოფიციალური სატელევიზიო არხის კომენტატორია.

რაც შეეხება ვინისიუს ჟუნიორს, მიმდინარე სეზონი მან მადრიდის „რეალის“ „კასტილიაში“ დაიწყო. ბრაზილიელმა ესპანეთის მესამე საფეხურის ლიგაში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ლოს ბლანკოსის" ძირითად გუნდში, „ფლამენგოს“ ყოფილმა მოთამაშემ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ალავესის“ წინააღმდეგ იასპარეზა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა