კროოსი: "კაზემირო არ ვარ"

image


ჰოლანდიასთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა „ლოს ბლანკოსში“ არსებული ჩავარდნის შესახებ ისაუბრა.

როგორც ჩანს, კროოსს „სამეფო კლუბის“ სიძნელეები სულაც არ აშინებს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელში იგულისხმება ბოლო 4 შეხვედრიდან 3 წაგებული მატჩი და 500 წუთი გოლის გატანის გარეშე.

აი, რა განაცხადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 28 წლის გერმანელმა:

„სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემოატრიალება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.“

„წარსულში, ჩვენ არაერთხელ შევძელით იმის დემონსტრირება, რომ რთული ვითარების გამოსწორება ძალგვიძს. ასეთი სიძნელეები ყოველთვისაც გვხვდებოდა და მათ ვჯობნიდით.“

„ამაზე მე საერთოდ არ ვდარდობ და არც ვღელავ, ეჭვი არ მეპარება, რომ უკეთ ვითამაშებთ.“

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კროოსს თამაშის შემტევი სტილი აქვს, იულენ ლოპეტეგის გუნდში კი უფრო მეტად დაცვით როლს ითავსებს. სწორედ აღნიშნულის შესახებ დაუსვეს კითხვა ტონის, რაზედაც ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„მე მომწონს ამ პოზიციაზე თამაში, მაგრამ კაზემირო ნამდვილად არ ვარ.“ - ციტირებს ტონი კროოსის სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში შესრულებული გადაცემების სიზუსტით გერმანელი ნახევარმცველი უპირობო ლიდერია.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა