ხულენ ლოპეტეგის კომენტარი მადრიდის "რეალის" წარუმატებლობის შესახებ

image


უეფას სუპერთასის ფინალში განცდილი მარცხის შემდგომ, ხულენ ლოპეტეგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ასეთ ფინალში, შეცდომები შესაძლოა ძვირად დაგიჯდეს, „ატლეტიკო“ კი ასეთ სიტუაციებს სათავისოდ შესანიშნავად იყენებს. მოწინააღმდეგემ გამარჯვება დაიმსახურა. როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ და წინ გავიჭერით, უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა და საკუთარ კარში მეორე გოლიც მივიღეთ. „ატლეტიკოს“ ტრიუმფი უნდა მივულოცოთ. რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ უარყოფითი ემოციები, წამოვდგეთ და ბრძოლა განვაგრძოთ. ლა ლიგა იწყება და მისთვის უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, გაწბილებული და დანაღვლიანებული ვარ, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომელიც ხვალინდელი დღის იმედსაც გვაძლევს.“

„მატჩი ცუდად დავიწყეთ და გოლი მალევე გაგვიტანეს. ანგარიში უნდა შემოგვეტრიალებინა, რაც გავაკეთეთ კიდეც. კარგად ვთამაშობდით, მაგრამ 2-1 ანგარიშიდან მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა ვეღარ მივაყენეთ და მოწინააღმდეგემ დაგვსაჯა. დამატებით დროში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ „ატლეტიკომ“ უფრო მეტი გოლი გაგვიტანა და დამსახურებულად გაიმარჯვა.“

„ფეხბურთში კარგი და ცუდი ერთმანეთს ძალიან სწრაფად ენაცვლება. დამატებით დროში გუნდი კარგად ასპარეზობდა, მაგრამ მესამე გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. შეგვეძლო მოგება, მაგრამ ყურადღება გაგვეფანტა. სასოწარკვეთილი ვეძებდით მესამე გოლის გატანის შესაძლებლობას, მაგრამ სანაცვლოდ მეოთხე გოლი გაგვიტანეს. სანამ ანგარიში 2-3 არ გახდა, ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი.“

„ფინალში ყველაფერს კარგად ვერ გააკეთებ. როგორც ვთქვი, ხან ცუდად გამოგივა, ხანაც კარგად. სწორედ ამ პროცესის შედეგად სწავლობ და ვითარდები. მნიშვნელობა არ აქვს ცალკეული ფეხბურთელების მიერ დაშვებული შეცდომების დაწვრილებით განხილვას, რადგან ჩვენ დავმარცხდით როგორც ერთიანი გუნდი. კარგი მომენტებიც გვქონდა და ცუდიც, მაგრამ ეს უკანასკნელი მეტოქემ ჩინებულად გამოიყენა. დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩვენი კლუბის სულისკვეთება მხოლოდ ერთი მატჩის გამო არ დაეცემა. თავები მაღლა უნდა ავწიოთ, აღვიდგინოთ ენერგია და ლა ლიგისათვის უნდა მოვემზადოთ. სწორედ კვირას იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულისათვის ბრძოლა, დიახ, ჩემი აზრით, ლა ლიგა ძალიან ბევრს ნიშნავს.“

„საერთო ჯამში, შეუძლებელია კმაყოფილი იყო. ცუდი ისაა, რომ დავმარცხდით და ოთხი გოლი გავუშვით. ეს ცუდი ფაქტია, მაგრამ უნდა გავძლიერდეთ და გავუმჯობესდეთ, ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ. შეცდომებს ყველა უშვებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ ამგვარი შეცდომები არ გვეპატიება. საერთო ფონი უნდა შევაფასოთ და არა ინდივიდუალური ჩავარდნები.“

„მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს უამრავი ტიტული აქვთ მოგებული, ასე რომ, არ მგონია რომ დღეს ნაკლებად ნდომებოდათ მორიგი ჯილდოს აღმართვა. გასულ წელს, ლა ლიგაზე მოვლენები ისე ვერ განვითარდა, როგორც ისინი ისურვებდნენ. ახლა გვეძლევა ახალი შანსი, რომ საუკეთესოდ ვიასპარეზოთ და ფინალში დამარცხების მიუხედავად, თავდაჯერებულობა არ დავკარგოთ. ყველას ძალიან გვინდოდა სუპერთასზე ტრიუმფი.“

„ბეილმა კარგი მატჩი ჩაატარა. სეზონის ამ მონაკვეთში ფეხბურთელები საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვერ იქნებიან და ეს სრულიად გასაგები მოვლენაა. უელსელის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვართ და იმედი გვაქვს, რომ შემდგომ მატჩებში თამაშის ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 51 წლის სპეციალისტის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს Reali.Ge.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა