ედენ აზარის პასუხი "რეალს" - გადმოვა თუ არა ბელგიელი იანვარში ?

image


ამ ზაფხულს, „ჩელსიმ“ ვერ შეაჩერა მადრიდის „რეალის“ სურვილი გაეფორმებინა ბელგიელი ტიბო კურტუა, თუმცა ლონდონურმა კლუბმა ედენ აზარის „სტემფორდ ბრიჯზე“ შენარჩუნება მაინც შეძლო, ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში.

საიდუმლო არ არის, რომ ედენ აზარს დიდი ხნის განმავლობაში სურდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდგომ, აზარის ტრანსფერის სრულყოფაში მოყვანა თითქოს ეჭვქვეშ აღარც იდგა, მაგრამ ზაფხულის თვეებში ეს ვერ განხორციაელდა.

ახლახანს, ბელგიის ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე, აზარს ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი ზამთარში, უფრო ზუსტად კი იანვარში „რეალში“ გადასვლას, რასაც მოთამაშის მხრიდან უარყოფითი პასუხი მოჰყვა.

აი, რა განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

„არა, იანვარში „რეალში“ არ გადავალ.“ - მტკიცედ განუცხადა ბელგიელმა „Sky Sports News“-ს.

აზარს ოქროს ბურთის შესახებაც ჰკითხეს - ჯილდოს მოგების სურვილის გამო ტოვებს თუ არა იგი "ჩელსის".

„შესაძლებელია, კი, "ჩელსიდან" წასვლისკენ ეს ფაქტორიც მიბიძგებს.“

„დიახ, მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია გაუმჯობესდე, უფრო მეტი გოლები გაიტანო, მეტი საგოლე გადაცემები შეასრულო.“ - განაცხადა ლონდონური კლუბის წევრმა.

მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის გათამაშებაში, „ჩელსის“ შემადგენლობაში, აზარმა 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

როგორც ჩანს, "რეალს" ბელგიელის გასაფორმებლად მოცდა მოუწევს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა