ამ ფეხბურთელმა "რეალი" შესაძლოა მალე დატოვოს: "პრემიერ ლიგაში გადასვლა მინდა"

image


მადრიდის „რეალის“ მცველის დანი კარვახალის თქმით, კარიერის დასრულებამდე, მას ბედის ცდა ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს.

„ლოს ბლანკოსის“ 26 წლის მცველმა მთელი თავისი კარიერა მადრიდის „რეალში“ გაატარა, თუმცა 2012-13 წლებში, ლევერკუზენის „ბაიერნში“ იჯარითაც თამაშობდა.

კარვახალი მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. მან „რეალთან“ ერთად არაერთი გამარჯვება იზეიმა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მცველმა 14 ტიტული აღმართა.

აღნიშნულ ტროფეიებში მოიაზრება ჩემპიონთა ლიგისა და "ლა ლიგის" ტიტულები, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელის თქმით, იგი კლუბის ცვლილებას მიესალმება.

აი, რა განაცხადა დანიმ აღნიშნულთან დაკავშირებით:

„სხვა კლუბში გადასვლაზე ნამდვილად ვფიქრობ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და პრემიერ ლიგაში მსურს თამაში.“

„ძალიან მინდა გავიგო თუ როგორია ინგლისში თამაში. არ მინდა რომ კითხვად დამრჩეს რა შეიძლებოდა მომხდარიყო ინგლისში ყოფნით და როგორი იქნებოდა იქ ასპარეზობა. მეორე მხრივ მინდა, რომ მთელი ჩემი კარიერა „რეალს“ მივუძღვნა, ესეც კარგი იქნებოდა.“

„მართალია, ყატარი, ჩინეთი... არსებობს ალტერნატივები კარიერის ამ ქვეყნებში გაგრძელების, მაგრამ ეს ფულს უფრო უკავშირდება. მე მინდა, რომ პრემიერ ლიგაში ვითამაშო, ასე რომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“ - ციტირებს "სამეფო კლუბის" ესპანელი მცველის სიტყვებს "Reali.Ge".

კარვახალის მიმდინარე კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2022 წლის ჩათვლით ფუნქციონირებს. მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ გათამაშებაში, კარვახალმა 5-ჯერ იასპარეზა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მოედანზე 2-ჯერ გამოვიდა.

გასულ სეზონში, „რეალის“ შემაგენლობაში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრმა 25-ჯერ ითამაშა, ხოლო რუსეთში გამართულ წლევანდელ მუნდიალზე ნაკრების რიგებში ასპარეზობდა.

დღეისათვის, მადრიდის „რეალის“ 26 წლის მცველი სამწუხაროდ ტრავმირებულია. მას ფეხი აწუხებს. ჯერ ზუსტად არავინ იცის, მოახერხებს თუ არა ფეხბურთელი დროულ რეაბილიტაციას და მზად იქნება თუ არა „ლევანტეს“ წინააღმდეგ 20 ოქტომბერს სათამაშოდ. ვერც იმას ვიტყვით, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას 28 ოქტომბრის "ელ კლასიკოში".

ინტერვიუს წყაროები: "Libero Magazine", "ESPN" და "Goal".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა