ის, რაც აქამდე მხოლოდ ჭორები გვეგონა - გუტის ოფიციალური კომენტარი "რეალის" მწვრთნელობაზე

image


ხოსე მარია გუტიერესმა, რომელსაც გუტის სახელით ვიცნობთ, ამ ზაფხულს მადრიდის „რეალის“ აკადემია დატოვა და „ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დაიკავა. ახლახანს, მან მადრიდის „რეალში“ შექმნილი ვითარებისა და თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„იმედი მაქვს, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გავხდები. მეც ზუსტად ეს მინდა. მადრიდის „რეალის“ აკადემია იმიტომ დავტოვე და თურქეთშიც იმიტომ წავედი, რომ „ლოს ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელობა ჩემს მიზანს წარმოადგენდა.“ - გამოტყდა გუტი.

„მინდოდა, რომ დამატებითი გამოცდილება მიმეღო, რათა „ლოს ბლანკოსის“ სათავეში რაც შეიძლება მალე მოვსულიყავი.“

„საჩქარო არაფერია, მახარებს ის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფები.“

„ფეხბურთში არავინ იცის რა მოხდება. ვერ ვიტყვი იმას, რომ „ბეშიქთაშში“ დავრჩები, მაგრამ ამ ეტაპზე, მინდა რომ აქ ვიყო და მეტი გამოცდილება მივიღო.“

41 წლის გუტის „რეალის“ კრიზისისა და იულენ ლოპეტეგის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

„ლოპეტეგი დიდებული მწვრთნელია. მოთმინება გვმართებს. მან თავისი მაღალი კლასი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე დაამოწმა, ახლა კი იმავეს „რეალშიც“ შეძლებს, მე ამის მჯერა.“

„რაც შეეხება მადრიდის „რეალის“ ცუდ ფორმას, სიმართლე გითხრათ, „ლოს ბლანკოსის“ თამაშებს თვალს დაკვირვებით ვერ ვადევნებ, რადგანაც ჩვენი განრიგი ერთმანეთს ემთხვევა.“

„იმას კი ნამდვილად ვხედავ, რომ „სამეფო კლუბის“ საქმე კარგად არ მიდის.“ - ციტირებს გუტის სიტყვებს „Reali.Ge”.

შეგახსენებთ, რომ გუტიმ მთელი თავისი კარიერა „რეალში“ გაატარა. იგი „სამეფო კლუბში“ 1994-2010 წლებში თამაშობდა, 2010-2011 წლები კი "ბეშიქთაშში" გაატარა.

ინტერვიუს წყარო: ესპანური ყოველდღიური გამოცემა "Marca".



სხვა საინტერესო სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა