კაზემიროს კომენტარი მადრიდის "რეალის" დამარცხების შემდგომ
უეფას სუპერთასის ფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხების შემდგომ, კაზემირომ კომენტარი გააკეთა:
„ბოლომდე ვიბრძოლეთ და მთელი ძალები მოედანზე დავტოვეთ. მადრიდის „რეალს“ ყოველთვის სჭირდება ტიტულების მოგება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ორი გუნდი პაექრობდა - ვეთამაშებოდით მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. ის ამაღელვებელი მუხტი და შრომა, რასაც ჩვენი მაისური განასახიერებს, სულაც არ დაგვიკარგავს. თამაში ბევრი პატარა დეტალისგან იყო დაკომპლექტებული. „ატლეტიკო“ დიდებული გუნდია. 2-1 უპირატესობის მოპოვების შემდგომ, გვქონდა შანსები, რომ ყველაფრისთვის წერტილი დაგვესვა. შანსი ვეღარ გამოვიყენეთ და მეტოქემაც დაგვსაჯა. სიმეონეს მართლაც დიდებული ფეხბურთელები ჰყავს."
„ინდივიდუალური შეცდომების შესახებ საუბარს არ დავიწყებ, რადგან როდესაც ვიგებთ, ვიმარჯვებთ როგორც გუნდი და როდესაც ვაგებთ, ვმარცხდებით ასევე ერთად. გულგატეხილი ვართ, ასეთ რამეს არ ვართ მიჩვეული. „ატლეტიკოს“ ვულოცავთ ტრიუმფს, მათმა გმირობამ გაიმარჯვა. უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და მცდელობა არ დავაკლოთ. კიდევ ბევრია სათამაშო და ყველა ტიტულისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„სპაზმი მქონდა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ დავიღალე. მწვრთნელთან უკვე შეთანხმებული მქონდა, რომ მხოლოდ 60 წუთს ვითამაშებდი, მაგრამ თამაშის მაგნიტუდიდან გამომდინარე უფრო მეტი დრო გამომივიდა. დაღლისა და სპაზმების გამო, მატჩის მიწურულს ისე ვეღარ ვთამაშობდი, როგორც მჩვევია.“
„რა თქმა უნდა გაწბილებული ვართ, რადგან ძნელი მისია შევასრულეთ - „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 2-1 უპირატესობა მოვიპოვეთ, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ვიცით, რომ „ატლეტიკო“ თავს კარგად იცავს და გოლის გატანას ერთიორად გვირთულებს. მესამე გოლს თუ არ გაუტან, აუცილებლად დაგსჯის.“
„რომელ გუნდს არ დააკლდებოდა რონალდუ? დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის „რეალის“ წევრი აღარაა, ამიტომ მასზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, იგივე ვრცელდება ზიდანზეც. უნდა ვისაუბროთ ლოპეტეგზე, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. ბევრი კარგი რამ მოვიმოქმედეთ, მაგრამ სხვა დანარჩენი ასპექტებიც უნდა გავაუმჯობესოთ. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებს, რათა მადრიდის „რეალმა“ მეტი და მეტი ჯილდოები მოიპოვოს.“ - ციტირებს Reali.Ge 26 წლის ბრაზილიელის სიტყვებს.
ბოლო სიახლეები
კომენტარები 1