"აინტრახტი" იოვიჩის შესაძლო ტრანსფერზე განცხადებას ავრცელებს

image


როგორც ჩანს, ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ ლუკა იოვიჩმა კლუბი შესაძლოა სულ მალე დატოვოს.

სერბი თავდამსხმელის სახელს მადრიდის "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ და მას ზაფხულში "ბერნაბეუზე" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

"ფეხბურთელების გაყიდვა ფინანსური მოტივაციით საერთოდ არ გვჭირდება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, სამივე ფორვარდმა დაგვტოვოს."

"სებასტიან ჰალერი, ანტე რებიჩი და ლუკა იოვიჩი - "აინტრახტში" სამივე ბედნიერია, მაგრამ შესაძლოა სატრანსფერო ბაზარზე მესამე ძალა გამოჩნდეს და ასეთ შემთხვევაში, თუკი ფორვარდებიც წასვლას გადაწყვეტენ, ჩვენ ვეღარაფერს გავაწყობთ."
- განაცხადა 47 წლის ფრედი ბობიჩმა.

მადრიდელები გერმანელებთან მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე კვირაა რაც აწარმოებენ და ცდილობენ იოვიჩის ღირებულება, რომელიც 70 მილიონ ევროს შეადგენს, შეძლებისდაგვარად შეამცირონ.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა MARCA.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა