დრენტე: "რეალში" რობინიოსთან დავმეგობრდი, მას ხომ სახლი ღამის კლუბად ჰქონდა გადაქცეული!"

image


მადრიდის "რეალისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დრენტემ ესპანეთის დედაქალაქში გატარებული დღეები გაიხსენა. როისტონი "სამეფო კლუბში" 2007-2012 წლებში ასპარეზობდა.

"ჩემით 16 კლუბი იყო დაინტერესებული - ვესაუბრე "ბარსელონას" პრეზიდენტს, "რეალის" სპორტულ ხელმძღვანელ მიატოვიჩს... ორივე მხარე 5-წლიან კონრაქტს მთავაზობდა ერთი და იმავე პირობებით. როგორც კი "სამეფო კლუბის" მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ შევიტყვე, იმწამსვე მადრიდში გავემგზავრე."

"ბავშვობაში ყველაფერი, რაც ესპანეთის დედაქალაქთან იყო დაკავშირებული, უაღრესად მხიბლავდა - კლუბური ცხოვრება დუღდა! ვუყურებდი ფილმ "გოლს" და მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც გავმხდარიყავი."

"მადრიდში თავი ისე ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ეს მყისიერად მოხდა. გუტი ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდა, ის ნამდვილი მადრიდისტა იყო."

"გუტის გარდა, რობინიოსაც დავუმეგობრდი. რობინიოსთან სტუმრად დავდიოდი, ბრაზილიელმა ხომ თავისი სახლის სარდაფი ნამდვილ ღამის კლუბად გადააქცია!"
- ციტირებს გამოცემა FourFourTwo 32 წლის დრენტეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ როისტონ დრენტემ რეპ-შემსრულებლის კარიერა დაიწყო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა