ოფიციალურად: რაფაელ ვარანის მომავალი გაირკვა

image


რამდენიმე თვის წინ, არაერთ პრესტიჟულ სპორტულ გამოცემაში გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ რაფაელ ვარანი მადრიდის "რეალის" დატოვებას გეგმავდა.

ახლახანს, ფრანგმა მცველმა "მარკასთან" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მრავალი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის საკუთარი მომავლის თაობაზეც გააკეთა კომენტარი.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ზაფხულს არსად წასვლას არ ვაპირებ და მომავალ სეზონში მადრიდის "რეალის" რიგებში ვიასპარეზებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად კიდევ არაერთი დაუჯერებელი და სასიამოვნო ემოციის თანამონაწილენი გავხდებით."

"წლევანდელი სეზონი მთლიანად კლუბისთვის და შესაბამისად, პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო. მთელი ძალით ვცდილობდით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში რაღაც ნაპერწკალი გვაკლდა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ყველაფერი შეიცვლება და სხვაგვარად იქნება."
- განაცხადა 26 წლის მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ვარანის გარდა მადრიდის "რეალში" ტონი კროოსიც დარჩება - ორიოდე დღის წინ, მან "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც 2023 წლამდე იქნება ძალაში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა