ლეგენდა: "დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის "რეალი" ნეიმარს ან მბაპეს გაიფორმებს"

image


"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რივალდომ მადრიდის "რეალის" ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და გარეტ ბეილის ასპარეზობაც შეაფასა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის "რეალი" მბაპეს ან ნეიმარს აუცილებლად გაიფორმებს."

"ისეთ გრანდიოზულ კლუბს, როგორიც "ლოს ბლანკოსია", მხოლოდ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ესაჭიროება. კლუბს სჭირდება ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მნიშვნელოვან მატჩებში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ."

"ვფიქრობ, ნეიმარი შეცდა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა. მამამისი და ახლობლები შესაძლოა სხვა აზრზე იყვნენ, მაგრამ თავად ნეიმარი უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია და "ბარსელონას" უხდებოდა."

"რაც შეეხება ბეილს, ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. მან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა თავი. ამბობენ, რომ ძველ ფორმას ვეღარ დაიბრუნებს, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ მას "თეთრებისთვის" კიდევ ბევრი წარმატების მოტანა შეუძლია."
- ციტირებს ესპანური გამოცემა AS ყოფილი თავდამსხმელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ სხვა კლუბში გადასვლა არ გამორიცხა, მაგრამ მოგვიანებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, "პარი სენ-ჟერმენმა" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ამ ზაფხულს მბაპე პარიზულ გრანდს არ დატოვებდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა