"კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურდა, მაგრამ არ გავუშვით"

image


ახლახანს, "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ესპანურ რადიოსადგურ "Cadena SER"-თან გაისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

ემერიმ კილიან მბაპეს შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ერთი წლის წინ, გასული სეზონის მიწირულს, ახალგაზრდა ფეხბურთელს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურდა. თუმცაღა, პარიზულმა გრანდმა მბაპეს დარწმუნება შეძლო და პარალელურად, "მონაკოსგან" მისი კონტრაქტიც გამოისყიდა.

"დიახ, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურდა."

"ჩვენს კლუბში დარჩენა აღარ უნდოდა და რაღაც მომენტში, მასზე დიდ წნეხს ვახორციელებდით, ყველანაირად ვცდილობდით, რომ აზრი შეეცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით, მამამისს პირადად შევხვდი და ვესაუბრე."

"მბაპე "ბარსელონაში" თამაშის ვარიანტსაც განიხილავდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ მბაპეს ყველაზე მეტად ესპანეთის დედაქალაქში ასპარეზობა სურდა."

" "პ.ს.ჟ."-მ კილიანი როგორც იქნა დაარწმუნა, რომ იგი კონკრეტული პროექტის ნაწილი იყო და მისი დარჩენა პარიზულ გრანდში მნიშვნელოვანი იყო. მაშინ "მონაკოსაც" გადავურიცხეთ კუთვნილი, კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა."
- განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის კილიან მბაპე ფრანგული "ლიგა 1"-ის საუკეთესო ფეხბურთელად ცნეს. დაჯილდოების ცერემონიაზე მან განაცხადა, რომ შესაძლოა კარიერა სხვა კლუბში განაგრძოს. ამ კომენტარს სპორტული გამოცემების მხრიდან სპეკულაცია მოჰყვა - ახალგაზრდის მიერ ნათქვამი სიტყვები ბევრმა გაიგო, როგორც მადრიდის "რეალისკენ" მიმართული მინიშნება.

"ლოს ბლანკოსისდა" სამწუხაროდ, ახლახანს, პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კილიან მბაპე "პ.ს.ჟ."-ს ამ ზაფხულს არ დატოვებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა