მბაპემ აზრი შეიცვალა - ტრანსფერის კარი "რეალისთვის" ისევ გაიხსნა!

image


სატრანსფერო პერიოდი მოახლოვდა.

კილიან მბაპეს სახელს ევროპის არაერთ წამყვან კლუბთან აკავშირებენ, უპირველესად კი - "სამეფო გუნდთან".

დაახლოებით 2 თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ "პ.ს.ჟ."-ში დარჩენა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ჩანს, მან სიტუაცია, თავისი არჩევანი და სამომავლო გეგმები გადააფასა.

20 წლის ვარსკვლავი ფრანგული "ლიგა 1"-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიაზე კი მან საინტერესო კომენტარი გააკეთა, რამაც სურვილისამებრ, მადრიდის "რეალს" ტრანსფერის განსახორციელებლად მეტი სტიმული უნდა მისცეს.

"ჩემს კარიერაში პირველად თუ მეორედ ვარ კრიტიკული მნიშვნელობის არჩევანის წინაშე. ვფიქრობ, რომ ასეა."

"პარიზულ კლუბში დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე."

"ეგების, დროა, რომ მეტი პასუხისმგებლობა შევითავსო. ეს შესაძლოა "პ.ს.ჟ."-ში მოხდეს ან სხვა კლუბში, სადაც ახალი პროექტის ნაწილი ვიქნები."


მოგვიანებით, ცერემონიის დასრულების შემდგომ, დამატებით კითხვებზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა დასძინა: "ჩემთვის ყველაზე შესაბამისი დრო იყო, რომ ეს მეთქვა. სანამ რაღაცას ვიტყვი, წინაწარ ვფიქრობ. სწორი დრო იყო და ამიტომაც გავაკეთე ასეთი განცხადება."

პრესტიჟული სპორტული გამოცემები ფიქრობენ, რომ ამგვარი განცხადებით, კილიან მბაპემ მადრიდის "რეალს" პირდაპირი შეტყობინება გაუგზავნა და ტრანსფერის განსახორციელებლად კარი გაუხსნა. ფრანგი ფეხბურთელის კომენტარი "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას არ გამორჩებოდა და 20 წლის შემტევი "ბლანკოსის" "რადარზე" აუცილებლად დაბრუნდებოდა. მეტად საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს თვეებში და მოისურვებს თუ არა "ლოს ბლანკოსი" მბაპეში სოლიდური თანხის გაღებას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა