კროოსი: "მბაპეს ყიდვა? კარგი კითხვაა, მე არ მაქვს საკმარისი თანხა!"

image


ახლახანს მიცემულ ინტერვიუში, "პ.ს.ჟ."-ს ვარსკვლავმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ სხვა კლუბში ძალების მოსინჯვის წინააღმდეგი არაა და სურს ახალი პროექტის ნაწილი იყოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კითხვა ტონი კროოსსაც დაუსვეს, რაზეც გერმანელმა ნახევარმცველმა გაიხუმრა და ასეთი პასუხი შემოგვთავაზა:

"მბაპე კარგი ფეხბურთელია და მეც მომწონს, მაგრამ ეს საკითხი მე არ მეხება."

"მას ვერ ვიყიდი. კი, მადრიდის "რეალთან" სარფიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ მბაპეს ყიდვისათვის საკმარისი თანხა არ გამაჩნია!"

"არ ვიცი "ლოს ბლანკოსში" რა ცვლილებები განხორციელდება. ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ყოველთვის მადრიდის "რეალში" თამაში მსურდა და არსად გადასვლის ალტერნატივას არ განვიხილავდი."
- ციტირებს ტონი კროოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა "მარკა".

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა მადრიდის "რეალთან" თავისი კონტრაქტი დღეს ოფიციალურად გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა