ნავასს რონალდუ ენატრება: "მზეს თითით ვერ დაფარავ"

image


მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ მესამე მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. ასეთი რამ კრიშტიანუ რონალდუს „სამეფო კლუბში“ ყოფნის დროს არ მომხდარა.

კეილორ ნავასმა პორტუგალიელ ფორვარდსა და უგოლო სერიას შორის არსებულ კავშირზე კომენტარი გააკეთა და გამოტყდა კიდევაც, რომ რონალდუს არყოფნას შესაძლოა უარყოფითი ეფექტიც კი ჰქონდეს.

აი, რა განაცხადა 31 წლის კოსტა-რიკელმა გოლკიპერმა:

„კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალის" ყველა ფეხბურთელის მოტივაცია გახლდათ. პორტუგალიელი ფორვარდი გვიბიძგებდა, რომ უკეთ გვეთამაშა. იგი "ლოს ბლანკოსის" წევრებისგან უფრო მეტს მოითხოვდა, ხოლო თავისი შესანიშნავი ასპარეზობით ჩვენთვის და ზოგადად კლუბისთვისაც უმაღლეს სტანდარტს აწესებდა."

"იმ სტიმულისა და მუხტის გამო, რასაც რონალდუ ატარებდა, "ლოს ბლანკოსის" ფეხბურთელები ყოველთვის ვცდილობდით მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავით. ეს ნამდვილად ასე იყო და ამაში დასამალი არაფერია.“

„მზეს ერთი თითით ვერ დაფარავ.“

„თუმცაღა, კრიშტიანუ რონალდუ კლუბიდან უკვე გადავიდა, ახლა ის წარსულის ნაწილია, წარსულით ცხოვრებას კი ვერ განვაგრძობთ.“

„ჩემი თანაგუნდელები ბევრს შრომობენ, მაქსიმუმს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე გოლებიც არ დააყოვნებს.“

შაბათს, „ალავესი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, მაგრამ კეილორ ნავასს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ აღმოჩნდება „სამეფო კლუბის“ სასტარტო შემადგენლობაში - თავად იასპარეზებს თუ მის ადგილს ბელგიელი ტიბო კურტუა დაიკავებს.

"რაც შეეხება იმას, ვიასპარეზებ თუ არა ვიტორიაში, ამას ვერ გეტყვით, მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. ჰულენ ლოპეტეგის მიერ გოლკიპერებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ყველანი პატივს ვცემთ.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" კოსტა-რიკელი მეკარის კეილორ ნავასის სიტყვებს "Reali.Ge".

“ლა ლიგა სანტანდერის“ გათამაშების ბოლო კვირებში, მადრიდის „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში ტიბო კურტუა გვევლინება, კეილორ ნავასი კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ასპარეზობს. როგორც ჩანს, მოცდა მოგვიწევს იმის გასაგებად, გაგრძელდება თუ არა მეკარეებთან მიმართებით მსგავსი ტენდენცია მადრიდის "რეალში".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა