მარსელო: "სტვენა აპლოდისმენტებით შეიცვლება, "რეალი" კვარცხლბეკზე დაბრუნდება" » "რეალის" ფან-კლუბი


მარსელო: "სტვენა აპლოდისმენტებით შეიცვლება, "რეალი" კვარცხლბეკზე დაბრუნდება"

image


მადრიდის "რეალის" წარუმატებელი სეზონი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისთან" 0:2 ანგარიში მარცხით დასრულდა. შეხვედრის შემდგომ კომენტარი მარსელომაც გააკეთა:

"ეს ჩვენი ბრალია. სეზონი ცუდად დავიწყეთ და ასევე დავასრულეთ. არ გვინდოდა, რომ ასე მომხდარიყო."

"გვინდოდა, რომ ტიტულებისთვის გვებრძოლა. რთული სეზონი იყო როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე. ყველაფერი ვცადეთ, რომ ამ სეზონში პროგრესი განგვეცადა. გრძელი და მძიმე წელიწადი იყო, მაგრამ მომავალ სეზონში ყველაფერი შეიცვლება."

"დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდს კვლავ ვიხილავთ პედესტალზე. "სამეფო კლუბი" ყოველთვის იბრძვის და ერთი ცუდი სეზონი ვერაფერს შეცვლის. მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ განმეორდეს და კვარცხლბეკს დავუბრუნდეთ."

"როდესაც იმარჯვებ, ყველას უხარია, მაგრამ როდესაც მარცხდები, საკუთარ თავში ძალა უნდა გამონახო."

"ის ფაქტი, რომ მისტვედნენ, ჩემთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა. ყველა სტვენისთვის საშუალება რომ მიმეცა ჩემთვის დარტყმა მოეყენებინა, ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ."

"სტვენა განახებს, თუ რა არ მოსწონს გულშემატკივარს და რა უნდა შეცვალო. არაუშავს, დღევანდელი სტვენა მომავალში აპლოდისმენტებით შეიცვლება."
- ციტირებს ესპანური გამოცემა "მარკა" ბრაზილიელის სიტყვებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა