გრიზმანის და იოვიჩის "რეალში" ტრანსფერზე ზიზუ კომენტარს აკეთებს

image


"ბეტისთან" დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ზინედინ ზიდანს გრიზმანისა და იოვიჩის ტრანსფერებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

"გრიზმანზე ვერაფერს გეტყვით. ის იმ საკითხების ჩამოანთვალში არ შედის, რაზეც ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ. თქვენ თავად ფეხბურთელს უნდა ჰკითხოთ თუ რას აპირებს იგი. მე კი მგონია, რომ "ატლეტიკოს" დაემშვიდობა და მან უკეთ იცის, თუ სად გეგმავს კარიერის გაგრძელებას."

"იოვიჩზე არაფრის თქმას არ ვაპირებ. თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ კითხვები დამისვათ, ეს მესმის, მაგრამ 20 შეკითხვა მივიღე და არცერთი მათგანი არ ეხებოდა მოახლოებულ თამაშს. ახლა მხოლოდ და მხოლოდ "ბეტისთან" დაპირისპირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ. ერთადერთი რაც ახლა მაინტერესებს ისაა, რომ მეტოქე დავამარცხოთ და სეზონი ამაღლებული განწყობით დავასრულოთ."

"ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფეხბურთელები კლუბებს იცვლიან, ერთი გუნდიდან მეორეში გადადიან, მაგრამ ამ დისკუსიასა და სპეკულაციებში ჩართვას არ ვაპირებ."
- აცხადებს ფრანგი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პრესტიჟული გამოცემები ადასტურებენ იოვიჩის "რეალში" ტრანსფერს. პირველად "Sky Sports"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მადრიდულმა გრანდმა სერბეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ 60 მილიონი ევრო შეადგინა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა