ლოპეტეგმა გარეტ ბეილის შეცვლის თაობაზე განმარტება გააკეთა

image


გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ფარგლებში, მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოს“ დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდგომ, შესვენაბაზე, „ლოს ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა გარეტ ბეილი მოედნიდან გაიყვანა, ხოლო მის ნაცვლად დანი სებალოსი შემოიყვანა.

ესპანელი სპეციალისტის ზემოთაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივართა გაკვირვება გამოიწვია, რასაც ლოპეტეგი პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და მომხდარის შესახებ ამგვარი კომენტარი გააკეთა:

„რაც შეეხება შესვენებაზე განხორციელებულ ცვლილებას, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. გარეტ ბეილმა ფეხის ტრავმა მიიღო. მატჩის მეორე ნახევარში აღარ გავრისკეთ, მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დავაყენეთ და ამიტომაც, მის ნაცვლად მოედანზე სებალოსი გამოვიდა."

"ხვალ უელსელს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება და მისი დაზიანების ხარისხსაც შევიტყობთ. ტრავმები არ გვსურს, ამით ხელი ძალიან გვეშლება. ისკომ ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა, მარსელოსაც ფეხის ტრავმა აქვს. სამწუხაროა, რომ მათ ვერ იასპარეზეს. მარსელო რამდენიმე კვირაში უნდა დაგვიბრუნდეს."

"ტრავმებთან გამკლავება საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენს. გარკვეულ დეტალებს შევცვლით, საკომპენსაციო ალტერნატივებს აუცილებლად განვიხილავთ.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს "Reali.Ge".


იხილეთ სხვა სიახლეები აქ


ლოპეტეგი: "სწორედ ამიტომ ვერ მოვიგეთ"


რამოსი: "მინდა, რომ მას მადლობა გადავუხადო"


ვინისიუსი: "ამ მომენტის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა