რამოსის პასუხი კლოპს: "თავის საქმეებს მიხედოს"

image


მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის კრიტიკას გამოეხმაურა.

„აღნიშნული თემის შესახებ ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ვინაიდან და რადგანაც უკვე საკმარისი რამ ითქვა. ყველა ადამიანის შეხედულებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი.“

„განვმეორდები და ვიტყვი, რომ სალაჰი ხელით არ დამიჭერია, ის იყო პირველი ვინც ჩამებღაუჭა. ვფიქრობ, რომ ამგვარი მოვლენები მატჩებში ხშირად ხდება. ამხანაგი ფეხბურთელები განზრახ არასდროს დამიზიანებია.“

„იქნებ კლოპს საკუთარი მარცხის გამართლება სურს, მას ხომ პირველი ფინალი არ წაუგია.“

„კლოპმა თავის საქმეებს უნდა მიხედოს და თავი დაგვანებოს ჩვენ - მოთამაშეებს, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და უკვე რახანია უმაღლეს დონეზე ვასპარეზობთ.“

„საუკეთესო მთავარი მწვრთნელის ნომინაციაში ხმა იურგენ კლოპს მივეცი. იმედი მაქვს, ეს ფაქტი მას ცოტათი მაინც დაამშვიდებს.“ - განაცხადა რამოსმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ერთ-ერთ ინტერვიუში, გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სერხიო რამოსი ყველა ხერხს იყენებს მოსაგებად, რაც კლოპისათვის მიუღებელია და ამგვარი გამარჯვება მას არც სურს.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა