ემოციური სიტყვები, რომლითაც მოურინიომ დაცემული "რეალი" ფეხზე წამოაყენა

image


„ლივერპულის“ ლეგენდამ იეჟი დუდეკმა მადრიდის „რეალში“ ჟოზე მოურინიოსთან ერთად გატარებული მძიმე დღე გაიხსენა. უფრო ზუსტად, საქმე ეხება 2010 წელს "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე" 5:0 ანგარიშით დამარცხებას.

„მატჩის დასრულების შემდგომ, გასახდელში აბსოლუტური ქაოსი შეიქმნა.“ - იხსენებს პოლონელი გოლკიპერი.

"ზოგიერთი ჩვენგანი ტიროდა, ზოგნი ჩხუბობდნენ, ზოგი კი უბრალოდ იატაკს თავჩახრილი დაჰყურებდა."

„ამის შემდგომ, გასახდელში მოურინიო შემოვიდა. მან იცოდა, თუ რაოდენ ცუდი რამ მოხდა, შემოგვხედა და თქვა: ვიცი, რომ ეს მარცხი გულს საშინლად გტკენთ, ზოგიერთი თქვენგანის კარიერაში ეს ყველაზე მძიმე წაგებაა.“

„ახლა „ბარსელონას“ ჰგონია, რომ ტიტული მოიგო, მაგრამ მათ მხოლოდ ერთ მატჩში გაიმარჯვეს. ტიტულამდე წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.“

„ხვალ მე გათავისუფლებთ. დაისვენეთ, მაგრამ სახლებში არ დარჩეთ. გადით გარეთ, თქვენს ოჯახებთან და შვილებთან ერთად, ისეირნეთ ქალაქში, ანახეთ ხალხს, რომ ამ ტკივილს აჯობეთ და განსაცდელი გადალახეთ.“

„შესაძლოა ხალხმა ამ მარცხის მაგნიტუდაზე საუბარი არ შეწყვიტოს, მაგრამ არ უნდა დაიმალოთ, სიმამაცე უნდა გამოიჩინოთ. ამ წაგების შემდგომაც შევძლებთ ტიტულისთვის ბრძოლას.“

„ამ საშინელი დღის შემდგომ საკუთარ თავში ძალა ვიპოვეთ და იმაზე სწრაფად შევძელით რეაბილიტაცია, ვიდრე ელოდნენ. პირველად ცხოვრებაში გავიგე, თუ როგორი მნიშვნელოვანი რამაა სპორტში ფსიქოლოგია. რამდენი რამ შეიძლება შეგძინოს ან დაგაკარგინოს და თუ როგორი საოცარი ფსიქოლოგიის ექსპერტია ჟოზე მოურინიო.“
- ციტირებს 45 წლის იეჟი დუდეკის სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ დუდეკი "ლივერპულში" 2001-2007, ხოლო მადრიდის "რეალში" 2007-2011 წლებში თამაშობდა.

სხვა საინტერესო სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა