ზიდანის კომენტარი ტრანსფერების, პოგბას, ლორენტესა და ბრაჰიმის შესახებ

image


"ანოეტაზე", "რეალ სოსიედადთან" დაპირისპირებამდე, მადრიდის "რეალის" ფრანგ სპეციალისტს მომავალი ტრანსფერების, კერძოდ კი პოლ პოგბას შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც ზინედინ ზიდანმა ასეთი პასუხი გაგვცა:

"ყველა მწვრთნელსა და ფეხბურთის გულშემატკივარს უყვარს კარგი მოთამაშეები. პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. მე არ ვაპირებ თქვენთან განვიხილო ის, თუ ვის გავიფორმებთ უახლოეს მომავალში."

"ბრაჰიმ დიასი მხოლოდ და მხოლოდ 19 წლისაა და ბევრი უნდა ითამაშოს. ჯერ დავასრულოთ სეზონი და ვნახოთ რა მოხდება. მალე ვიხილავთ თუ ვინ დარჩება და ვინ წავა."

"ერთი თვის წინ გითხარით, რომ მარკოს ლორენტეს დიდ პატივს ვცემ. მოედანზე უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს და ამას იმსახურებს კიდევაც. თქვენ იცით თუ ვინ ატარებს თეთრ მაისურს და მათთან აბსოლუტურად გულწრფელი უნდა იყო. მახსოვს, რომ "ალავესში" წარმატებული სეზონი ჩაატარა და სათამაშო დრო რეგულარულად ეძლეოდა. მადრიდის "რეალში" იგივეს ფუფუნება არ აქვს, რადგანაც გუნდში არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. იმას ვერ იტყვით, რომ ასპარეზობის შანსი არ მიმიცია. მან უფრო ცოტა ხანი ითამაშა, ვიდრე სხვებმა, მაგრამ ამას ვეღარ შევცვლით. გუნდში ყოველთვის იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით ნაკლებ სათაშო დროს იღებენ."
- ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი ზიზუს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალ სოსიედადს" მადრიდის "რეალი" 12 აპრილს, 20 საათსა და 30 წუთზე დაუპირისპირდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა