"პრემიერ ლიგაში ვერ დაბრუნდება, ჩინეთში წავიდეს"

image


გარეტ ბეილის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავარაუდოდ, "ბერნაბეუს" ხელმძღვანელობას უელსელის გუნდიდან გაშვება და მისი წლიური ანაზღაურების, 15 მილიონი ევროს დაზოგვა სურს.

"ტოტენჰემში" დაბრუნების ვარიანტიც არსებობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ "რეალი" კრისტიან ერიქსენის გაფორმებითაა დაინტერესებული და შესაძლოა, უელსელი პოტენციური გაცვლითი გარიგების შემადგენელი ნაწილიც გახდეს.

ახლახანს, ტიმ შერვუდმა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი იყო, ისაუბრა ბეილის მომავლის შესახებ და განაცხადა, რომ მის "ტოტენჰემში" დაბრუნებას ფინანსური ასპექტები ხელს უშლის.

"უფრო დიდი შანსია ბეილი ჩინეთში აღმოჩნდეს, ვიდრე პრემიერ ლიგაში. იგივე ცხოვრების წესისა და ანაზღაურების შენარჩუნება თუკი სურს, რაც მადრიდის "რეალში" აქვს, მაშინ ჩინეთს უნდა მიაშუროს."

"ვხედავ, რომ ბეილს "რეალში" ცუდი პერიოდი უდგას და ზინედინ ზიდანმაც აუნთო მწვანე შუქი გუნდის დატოვებაზე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ "სამეფო კლუბიდან" წასვლა უნდოდეს, რადგანაც მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი აქვს."

"ტოტენჰემში" ვერ გადმოვა, რადგანაც ტრანსფერს ფინანსური ფაქტორები ბლოკავს. დიახ, ეს რომანტიკული იქნებოდა, მაგრამ ბეილის სატრანსფერო ღირებულება მაღალია და ამას გარდა, იმაზე მეტი ხელფასი უნდა გადაუხადონ, რასაც ალექსის სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედში" იღებს." - ციტირებს ესპანური გამოცემა "AS" შერვუდის მიერ "bwin"-თან საუბრისას ნათქვამ სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, მადრიდის "რეალმა" ბეილი "ტოტენჰემისგან" 101 მილიონ ევროდ შეიძინა. უელსელის კონტრაქტი "ლოს ბლანკოსთან" 2022 წელს იწურება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა